განხილვა:კიმზეე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „გერმანიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ეს რუკა და შესაბამისად ქსენია გვეუბნება ხიმზეე-ო. --ჯაბა ლაბა 08:01, 9 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა როგორც ჩანს შეიცვალა. რუსულ ვიკიში წერია, რომ ადრე გამოიყენებოდა ხიმზეე და ეხლა კიმზეე-ო--David 08:27, 9 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე მხოლოდ ერთს ვიკითხავ ისევ ისე ვაკეთებთ ქართულ სალიტერატურო ენის ნორმებს როგორც რუსებს აქვთ? ქართული ნორმები თუ შეიცვალა ამ სახელთან მიმართებაში ეს უნდა იყოს საინტერესო.--ცანგალა () 10:23, 9 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა ამის მიხედვითაც კიმზეე არის--David 11:23, 9 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამის მიხედვით „ხიმზეე“, ზემოთ მოყვანილი რუკის მიხედვითაც. ახალი წყარო მიგვითითე და კი ბატონო. ხოლო რუსული ვიკიპედია და საერთოდ ვიკიპედია წყარო არ არის.--ცანგალა () 13:53, 9 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

Ch გერმანულში იკითხება ძირითადად როგორც . გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა ეს ასოები სიტყვას იწყებს, ამ შემთხვევებში გამოითქმის (Christ = კრისტ). ქართულ სკოლებში შეცდომით ასწავლიან, რომ ch ყოველთვის არის ხ. ხიმზეე იყო შეცდომით დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც რუსებს, როგორც ჩანს გაუსწორებიათ. ცანგალა, ამის მიხედვით სწორედ რომ გამოდის და არა ხ.
კოლეგებო, სხვა ვიკიპედიებში მოქმედებს პრინციპი, რომ ასეთ შემთხვევებში ძალიან მარტივად ცვლიან არასწორად დამკვიდრებულ სახელებს (თუკი ეს სახელები ხალხში ძალიან გავრცელებული არაა). სწორედ ამის შედეგია, რომ გერმანულ ვიკიპედიაში სოხუმს ზოხუმი ჰქვია და არა ზუხუმი. კიმზეეს შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ძალიან მარტვად შეგვიძლია დავტოვოთ სწორ (კიმზეე) სათაურზე და არ გავიმეოროთ ამ შემთხვევაში ქსე-ს შეცდომა. მითუმეტეს, რომ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვითაც არის კიმზეე, ვინაიდან ეს ლექსიკონი მიიჩნევს, რომ Ch-ს ტრანსკრიფცია ქართულ ენაში, თუკი ეს ასოები სიტყვის თავშია, არის კ და არა ხ. Deu. 15:12, 9 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]