განხილვა:ივანე პოდუბნი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი ივანე პოდუბნის წერს, ისევე როგორც ქსე, უბრალოდ უცნაურია, ორი თანხმოვნის კონტაქტი უცხოური წარმომავლობის გვარ-სახელში თუ რაიმე გაგებაში. სიურრეალიზმი მახსენდება მხოლოდ. - OTOGI Messages 10:09, 4 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

სავარაუდოდ, თვითონ გვარის წარმოშობას უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება (Під და дуб) და რომ არ დაიკარგოს არცერთი თანხმოვანი, ორივე რჩება. --Saliner 20:48, 4 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
ვერ დაგეთანხმები, რადგან თუ თქვენი თქმით გვარი ორი ნაწილისაგან შედგება, ასეთ დროს ქართულ ენაში სწორედ თანხმოვნების კონტაქტის თავიდან ასაცილებლად დეფისს მივმართავთ. მაკ-კინლი კარგი მაგალითია. ასეთ შემთხვევაში პოდუბნი დეფისით უნდა დაწერილიყო → პოდ-დუბნი და არა პოდდუბნი, მაგრამ თუნდაც რუსული თუ უკრაინული ერთკომპონენტიანი დეფისიანი გვარები არ მახსენდება. მაგალითად, ზინაიდა გიპიუსი ხომ არ იწერება გიპპიუსად. სწორედ ამიტომ დავიწყე განხილვა და ვფიქრობ ამჟამინდელი სათაური ყველაზე მისაღებია. - OTOGI Messages 09:41, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
არა, მაკ-კინლი სულ სხვა შემთხვევაა. მანდ საქმე გვაქვს გელურ შოტლანდიურ გვართან, რომლის ანგლიფიკაციის შემდეგაც მივიღეთ დღევანდელი სახე: McKinley, ანუ მსგავსად ნაწარმოებ ყველა შოტლანდიურ გვარში Mc აღნიშნავს შვილს. გელურ ენაში სიტყვა Mac გვარისგან განცალკევებით იწერება და ინგლისელებმაც იმის აღსანიშნავად, რომ ყველა ასეთი გვარი ორი ნაწილისგან შედგება, მეორე სიტყვაც დიდი ასოთი დაწერეს: McKinley, McIlroy, McArthur და ა.შ. ჩვენ დეფისი შემოვიღეთ, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც ორი კ იყრის თავს, რადგან თანხმოვნის დაკარგვა აგვეცილებინა თავიდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ დეფისი გამონაკლისია გელურ-შოტლანდიური წარმოშობის გვარებთან და ამ განხილვაში არ გამოგვადგება.--Saliner 20:19, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]