განხილვა:იესეს ხე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Zetalion, "წყარო"–ში მე ვიგულისხმე ამ სტატიის წყარო, ანუ ლიტერატურა "იესეს ხე"–ს შესახებ. ხომ ფაქტია, რომ ეს სტატია საიდანღაც გადმოიტანეთ და სწორედ ამ სამეცნიერო წყაროზე მაქვს საუბარი და არა ბიბლიურ წყაროზე. --Zolokin განხილვაწვლილი 11:38, 1 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

  • ერთადერთი წყარო არის ბიბლია. სტატიაც თავათ დავწერე სამეცნიერო ლიტერატურის გარეშე, ცხადია. თუ ფრესკების და მოზაიკების განხილვას დავამატებ, იქ უსათუოდ დავურთავ გამოყენებული ხელოვნებათმცოდნეობის ლიტერატურის წყაროებს.--~zLION~ 17:43, 2 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ერთადერთი წყარო არ არის ბიბლია, თქვენ სტაიაში გამოყენებულია სხვაენოვანი ვიკიპედია, რაც, რა თქმა უნდა, არ არის დანაშაული:

მაგ: შეადარეთ ინგლისური ვერსია და თქვენი ვერსია: In the New Testament the lineage of Jesus is traced by two of the Gospel writers, Matthew and Luke. Luke describes the "generations of Christ" in Chapter 3 of Luke's Gospel, beginning with Jesus himself and tracing backwards through his "earthly father" Joseph all the way to Adam. Matthew's Gospel opens with the words: “ The book of the genealogy of Jesus Christ, the son of David, the son of Abraham.[3] ” With this beginning Matthew makes clear Jesus' whole lineage: He is of God's chosen people, by his descent from Abraham, and he is the "shoot of Jesse" by his descent from Jesse's son, King David.[4]

ახალ აღთქმაში იესო ქრისტეს წარმომავლობას აღწერენ წმ. მათე და წმ. ლუკა მახარებლები. ლუკას სახარებაში მოცემულია იესო ქრისტეს გენეალოგია ადამიდან (ლუკ. 3:22) [2]. მათე მახარებელი თავის სახარებაში იესო ქრისტეს წარმომავლობას აღწერს აბრაამიდან [3]: ”წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი” (მათ.1:1).

ისევ ვიმეორებ, ვიკიპედიისთვის ეს დანაშაული არ არის, მაგრამ წყაროს მითითება აუცილებელია, თუნდაც იმ წყაროების, საიდანაც თქვენ ეს ინფორმაცია აიღეთ, იქნება ეს ინგლისური, გერმანული, თუ სხვაენოვანი ენციკლოპედია.

ინგლისურ ვერსიაში ამ სტატიას აქვს 34 სქოლიო და 7 ინტერნეტ რესურსი. სირცხვილი არ არის, რომ მიუთითოთ ეს წყაროები. --Zolokin განხილვაწვლილი 17:59, 2 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

  • სტატიაში აღწერილია ის, რაც ბიბლიაშია მოხსენებული. ბიბლიური ჭეშმარიტებანი კი მრავალ ენციკლოპედიაში თუ წიგნშია კონსტატირებული, რომლებიც, ცხადია, მრავალ ენაზეა გამოცემული. ბიბლიურ ჭეშმარიტებათა კონსტატირებას რათ უნდა ინტერნეტ რესურსები??? წყარო - ეს ორიგინალური ნააზრევია. ინგლისურ ვერსიაში ვრცელი განხილვაა მოცემული, ბიბლიის გარდა გამოყენებულია სხვადასხვა ორიგინალური ლიტერატურა, რაც საჭიროებს წყაროების მითითებას. ქართულ ვერსიაში კი მოცემულია ბიბლიური ფაქტები (დაუკვირდით: რომ არ არსებულიყო ინგლისური, ან სხვაენოვანი სტატია, გამოდის, რომ ბიბლიაზე დაყრდნობით ანალოგიურ ქართულ სტატიას ვერ დავწერდით?). ამდენად, ერთადერთი წყარო არის ბიბლია - ”ძველი აღთქმა მცხეთური ხელნაწერის მიხედვით” და ”სახარება” წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის მეორე სრული გამოცემის მიხედვით. --~zLION~ 17:29, 11 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]
  • ამ შემთხვევაში თქვენი ერთადერთი წყარო არ არის ბიბლია. ძველ აღთქმაში, შესაბამის ადგილას, ვკითხულობთ: "და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესისა, და ყუავილი ძირისა მისისაგან აღმოჴდეს" (ეს. 11:1). აბა აქ სად ნახეთ "იესეს ხე"? აქ წერია "კუერთხი ძირისაგან იესესისა". ტერმინის "იესეს ხე" თქვენი მოგონილია? ხომ ფატია, რომ ვიღაცამ, როდესღაც ასე დაარქვა და ეს ტერმინი, დროთა განმავლობაში, შემოვიდა ხმარებაში. აქედან გამომდინარე, თქვენ გაქვთ, ბიბლიის გარდა, სხვა წყაროც და სწორეს მის მითითებაზე გეუბნებით.--Zolokin განხილვაწვლილი 03:32, 13 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]


კეთილი. თავიდანვე მიგეთითებინათ ასე გარკვევით. რამდენადაც ვიცი, ქრისტიანულ თეოლოგიაში ეს ოდითგანვე დამკვიდრებული ტერმინია. თუ კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, იქნებ დამეხმაროთ და მიმითითოთ, ტერმინ ”იესეს ხეს” წარმოშობის პირველწყარო ინგლისურ, ან რომელიმე სხვა ენციკლოპედიაში ან ლიტერატურაში? მართლაც საინტერესო საკითხია. --~zLION~ 10:37, 17 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]