განხილვა:თავდაპირველი ექვსეული

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა სურათი რომ არის ინგლისურ ვერსიაში მაგის ჩამატება თუ მოხერხდება კარგი იქნება, თუ არადა სტატია დასრულებულია სრულად. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Beneto9 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მართალია, სიტყვა ორიგინალური ქართულში დამკვიდრებულია, მაგრამ სხვა მნიშვნელობით. აი რა წერია უცხო სიტყვათა ლექსიკონში: ორიგინალურ–ი 1. დამოუკიდებელი შემოქმედების შედეგად შექმნილი; არანათარგმნი, არანასესხხები, არამიბაძვითი. 2. რაც ან ვინც სხვას არა ჰგავს; თვითმყოფი. 3. თავისებური, არაჩვეულებრივი. აქ კი, აშკარად, სხვა სიტყვა გვჭირდება. საუბარია იმ ექვს გუნდზე, რომლებმაც ეროვნული ჰოკეის ლიგა შექმნეს და თავიდანვე თამაშობდნენ მასში. ასე რომ, სახელი შესაცვლელია, მაგრამ როგორ? ვფიქრობ, შეიძლება იყოს პირველადი ექვსეული, ან დამფუძნებელი ექვსელი, ან საწყისი ექვსეული.--ხაშურელი (გ) 11:21, 1 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ორიგინალი ექვსეული ხომ არა? თუ ქართულ სიტყვას ავიღებთ, მაშინ პირველადი ექვსეულიც ნორმალურია. დამფუძნებელი და საწყისი, ჩემი აზრით, აქ შეუსაბამოა--შოთა [UT] 16:49, 3 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

რას იტყვით თავდაპირველ ექვსეულზე რომ გადავიტანოთ? მე მხარს ვუჭერ.