განხილვა:თაბაშირ-მუყაო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაინტერესებს, ფრჩხილებში რუსულად რატომ აწერია Гипсокартон ?. რუსულად, რომ აწერია რას გვაძლევს ეს ?. - ოთოჯი განხილვა 20:04, 26 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ალბათ, ბევრი იცნობს ამ მასალას მაგ სახელით :) „რუს. Гипсокартон“ ნებისმიერ შემთხვევაში ამოსაღებია, თუმცა შესაძლებელია, ასევე ფრჩხილებში მიეთითოს, რომ მას, ხშირად, შეცდომით მოიხსენიებენ როგორც „გიფს(ო)კარტონს“. — G.G. 09:12, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
დღეს ქართულ ენას ხშირად ამახინჯებენ და ეს საშინელებაა. კარონსაც არ იძახიან, უბრალოდ კარონს და გიფსოს ან გიფსის მნიშვნელობაც ვერ გავიგე. „გიფსოკარდონი“ ბაზრობებზე თუ შეგვხვება მხოლოდ წარწერების სახით, მსგავსად „რაზვალისა“, „ლაბავოისა“, „კარობკისა“, „გლუშიწელისა“, „სვეჩებისა“ და სხვა. რეალურად ეს სიტყვებიც აქტუალურია და ვთქვთ და მოვიფიქრე სტატიის გაკეთება „რაზვალზე“ ფრჩხილებში მივაწერო, რომ ქართულად (როგორც ენათმეცნიერები იტყვიან გლეხურად) რაზვალია ?. ამაზე ვსაუბრობ გიო. :) - ოთოჯი განხილვა 09:42, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
კითხვა ვერ გავიგე: Гипсокартон-ია პრობლემა, თუ „გიფს(ო)კარტონი“? რას აშავებს იმის მითითება, რომ ჩვენში გავრცელებული (თუნდაც არასწორი) სახელწოდება „გიფს(ო)კარტონი“ რუსულიდან შემოვიდა (რუსულის კალკია)? გერმანული „Gipskarton“-ი რომ დამეწერა, კიდევ გასაგები იქნებოდა შენიშვნა - მართლაც არაფერ შუაშია. ხომ არის ლექსიკონებში/ცნობარებში დამკვიდრებული წესი - სწორ ფორმას მიეთითოს არასწორი ფორმაც, მით უფრო ვიკიში ყველა არასწორი ფორმიდან გაადმისამართება კეთდება სწორზე. თუ ჩემი მითითება არასაკმარისია, გავავრცოთ. --Rastrelli F 12:02, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჩემი სალამი რასტრელის :). უბრალოდ იდეა იყო, წინადადება, მეტი არაფერი. რასტრელთან ერთად ვიფიქროთ რამე. მე არც დატოვების მომხრე ვარ და არც ამოღების (თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, „რუს. Гипсокартон“ მაინც უნდა ამოვიღოთ, ჩემი აზრით). სიტყვამ მოიტანა და, რაზვალი ქართულად როგორ იქნება? ვიღიმი აუცილებლად გვექნება შესატყვისი.— G.G. 12:15, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაგიმარჯოს. ჩ.მ.ა. , არასწორად მსჯელობთ - რუსულის ამოღება კი არ არის მთვარი, არამედ მეორე გავრცელებული ტერმინის წარმოშობის ამოღება-არ ამოღება. მიმაჩნია, რომ უნდა ეწეროს (რაკიღა ჩავწერე კიდეც), როგორც მინიმუ იმისთვის მაინც, რომ მკითხველმა გაიგოს არასწორი ფორმაა. „რაზვალს“ რაც შეეხება, არ ვარ დაწმუნებული, მაგრამ შენ მიერ მითითბულ ბმულზე მოცემული თარგმანიდან, მგონი ვერცერთი მიესადაგება თვლებს, ამ განმარტების გამო: Разва́л — угол между вертикалью и плоскостью вращения колеса. Развал считается отрицательным, если колёса наклонены верхней стороной внутрь, и положительным, если верхней стороной наружу. გამოდის, ბოლომდე „ნგრევა--ჩაშლასთან“ არ არის კავშირში. დიდი რუსულ-ქართული ლექსიკონის მიხედვით „Развал“-ს აქვს მეორე მნიშნველობაც - ნაარი. თუმცა სპეც-გვერდებზე და ფორუმებზე წერენ „ნაარს“ - [1], [2]. თუ რუსულ სტატიაში მოცემულ განამრტებას ვენდობით, მაშინ „ნაარი“ (დახრილობა) ლოგიკურია. R. 12:51, 27 აპრილი 2014 (UTC)
ანუ, ფრჩხილებში არსებული განმარტება გადამისამართების ტოლფასია, რადგან მიწერილი გაქვთ იგივე. განმარტებაო, რომ იძახით, ამ შემთხვევაში ენციკლოპედიაში უნდა განიმარტოს მართებულობა და უმართებულობა, მაშინ გასაგები იქნებოდა. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი ეს „გიფსოკარონი“ თუ „გიფსოკარონი“ ვინ დაამკვიდრა საერთოდ სიტყვახმარებაში ? პასუხი ცალსახა იქნება — ქუჩაში არსებულმა სხვადასხვა დაწესებულებების წარწერებმა. ახლა ისევ შეკითხვა მაქვს: ვთქვად დავწერე სტატია თვლების ნახარი/თვლის ნახარის კუთხე („რაზვალი“) დავუწერო მეც ქართულად რაზვალს ეძახიან თქო ?. მერე ხომ მეტყვის ერთ-ერთი რედაქტორი, სად ეძახიანო ? მე ვპასუხობ — ბაზრობაზე. თბილისი ხომ ამ „რაზვალით“ არის აჭრელებული. გიორგი თუ გაინტერესებს აი ბმული. - ოთოჯი განხილვა 12:39, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ეგ ბმული სახალისოდ დავდე :). საკითხის შებრუნება არ არის საჭირო. მოდით ამ საკითხით შემოვიფარგლოთ. მე დავწერე ის თუ რა შეიძლება იყოს გუაგებარი ხალხისთვის. დანარჩენი თქვენ იცით. - ოთოჯი განხილვა 13:04, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე არ დამიდია სახალისოდ. ფაქტი ერთია - სხვა ქართული შესატყვისი „რაზვალს“ არ მოეპოვება. რაც შეეხება სამართლიან კითხვას, მსგავსი სამართლიანი კითხვებია - ვინ დაამკვიდრა ტერმინები: „სმარტფონი“, „ლეპტოპი“, „აიპოდი“, „კომპიუტერი“, „კლავიატურა“ და ა.შ. ? ამ კითხვაზე პასუხიც ცალსახაა და რაკიღა ყველამ ვიცით, მაშინ მეორე „სამართლიან“ კითხვაზე გადავალ: გამოდის „გიფსოკარონს“ იმაში არ გაუმართლა, რომ მისი ორივე შემადგენელი მასალა უძველესია და ადგილობრივი, ქართული შესატყვისები დახვდა ბაზარზე თაბაშირისა და მუყაოს სახით? ცოტა მარტივად შევხედოთ საკითხებს. ჩავწერ სტატიაში, რომ მეორე გავრცელებული ფორმა რუსული გავლენით დამკვიდრდა. სწორია, თუ არა ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც ოფიციალურ გამოცემებში აისახება ასეთად, მაგ. როგორც ეს უწერია ბევრ ტერმინს უცხო ხიტყვათა ლექსიკონებში - [3]. პატივისცემით, R. 13:12, 27 აპრილი 2014 (UTC)
შეგნებულად თემას ნუ უხვევთ :). „გიბსოკარტონი“ არის დამახინჯებული ფორმა და ასეთ ტერმინებს სამეცნიერო ნაშრომებში და ენციკლოპედიაში არ წერენ. ამდენიც უნდა გვესმოდეს ბოლოს და ბოლოს. კომპიუტერი ჟარგონი არ არის და ახლა მართლა გაუგებარია ჩემთვის ეს გულუბრყვილო შედარება :). პასუხი ვერ მივიღე ვინ დაამკვიდრა „გიბსოკარტონი“ და მეტიც, „გიბსოკარტონი“ არის ჟარგონი და არაფრის შესატყვისი არ არის. ამიტომ, სტატიაში კორექტირებაა შესატანი. წარმატებები და პატივისცემით, - ოთოჯი განხილვა 13:22, 27 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვინ და სად უხვევს თემას?! მე მხოლოდ „სამართლიან“ კითხვებზე გპასუხობთ, ყოველგვარი გულუბრყვილობის გარეშე: ვინ დააადგინა „გიპსოკარტონის“ ჟარგონობა? სად ნახეთ ერთი დადასტურება მაინც იმისა, რომ „გიბსოკარტონი“ არის ჟარგონი და არა სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინი, ან/და იმისა, რომ - თაბაშირმუყაო არის მხოლოდ და მხოლოდ სწორი ტერმინი? ერთი საბუთი მაინც მოიტანეთ ამის დასტურად და ეს „პრობლემაც“ მოგვარდება. მანამდე კი, სტატიაში უნდა დარჩეს ორივე გავრცელებული და ხმარებადი ტერმინი (შესაბამისი განმარტებებით). ხოლო ორივე ტერმინი, რომ გავრცელებული და ხმარებადია - ფაქტია. R. 06:35, 28 აპრილი 2014 (UTC)

ვფიქრობ, სტატიის სათაური დეფიზით უნდა დაიწეროს (თაბაშირ-მუყაო). დეფიზიანი ფორმა ტექსტში არაერთხელ გვხვდება და მითითებული წყაროებიდან ორივე ქართული წყაროც დეფიზით წერს.— G.G. 13:11, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

შენიშვნას ვიზიარებ, თუმცა ეს გრამატიკული ტექნიკის საკითხია და დიდ პრობლემასაც ვერ ვხედავ.Rastrelli F 19:15, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ქართულ ვიკიპედიაში ძირითადი სათაურის დადგენა, სწორედ, რომ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია. გარდა ამისა, სათაურში ორმნიშვნელობიან და რთული სიტყვების კომპონენტს ვხედავ, რომელიც დეფისით დაკავშირებას საჭიროებს. მეტიც, ეს სათაური და მისი განმარტებები გადასამოწმებელია, შეკითხვებს ჰბადებს, აშკარად, როგორც ერთ-ერთ რეპლიკაშია ნათქვამი, უწყაროა. - ოთოჯი განხილვა 19:35, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ნუ ინტრიგნობ. თუ რამე გაქვს ხელთ, დადე „ბოჩკაზედ“.Rastrelli F 19:40, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
პირველი რასაც მოვითხოვ, არის ის, რომ რეზიუმე დანიშნულებისამებრ იქნას გამოყენებული, ისევე როგორც ეს განხილვა. წინა რეპლიკაზე თავს შევიკავებ, მხოლოდ კოლეგა ვიკიპედიელების პატივისცემის ნიშნად. :). - ოთოჯი განხილვა 19:56, 4 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]