განხილვა:ვალერი სილოგავა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „ვალერი სილოგავა“ გაუმჯობესდა პროექტ
საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში 2021-ის ფარგლებში.

ი.სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1000 სტუდენტი ჩაირიცხა.განაცხადი 3500. რექტორი დავით ყიფშიძე. 1939 წ. [არქივი (1930 - 1960 წ.წ. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდგომ - წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ი.ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.)].--ცანგალა/ 21:13, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ოფიციალური წყარო მიეთითა. გიო ოქრო 21:39, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
1969 წელს არ იყო ჯერ წითელი დროშის ორდენოსანი. --ცანგალა/ 22:18, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

16 წლის ვიკიპედიელი ასე არ უნდა ცდებოდეს. როდიდან დავიწყეთ ფეისბუკის სქოლიოში მითითება და წყაროდ გამოყენება? გასაგებად დაგიწერეს უკვე რეზიუმეში, თუ ძალიან გინდა ძირითად სტატიაში მიუთითე როდის რა ეწოდა: ...ასე სიტყვა-სიტყვაზე წყარო არ არის საჭირო... --Wiki - ჯაბა 04:44, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

არ არის აუცილებელი ყველგან საბჭოთა სისულელე ვწეროთ. ვოლგოგრადი არის საპატიო რევოლუციური წითელი დროშის, წითელი დროშისა, ოქროს ვარსკვლავისა და ლენინის ორდენისონანი ქალაქი - ეს არ ნიშნავს, რომ ვოლგოგრადი სადაც ნახსენებია, ეს ყველგან უნდა იყოს ნახსენები საბჭოთა კანცელარიზმები.--Melberg მიწერა 05:40, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სისულელე თუ ისტორია? შეცდომა ყველას მოსდის. --ცანგალა/ 12:28, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე თუ 16 წლის ვიკიპედიელი ვარ, ჯაბა, შენ ისტორიკოსი ხარ.--ცანგალა/ 12:29, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
საბჭოთა კავშირის დროს წინა პერიოდის ისტორია იყო დავიწყებული, ამჟამად კი — საბჭოთა კავშირის ისტორიის დავიწყებას ცდილობენ. გეგონება არ გვიცხოვრია და არ არსებობდა. --ცანგალა/ 12:44, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ანუ საბჭოთა კანცელარიზმებზე უარის თქმა ისტორიის დავიწყებაა? :) ანუ შენ თვლი, რომ ვოლგოგრადზე ან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-ზე სტატიებშიც უნდა ვწეროთ ეს ყველაფერი? Melberg მიწერა 12:47, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
აბა, ის არის კარგი, რომ 1960-იან წლებში გვიწერია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დაამთავრაო, როდესაც ივ. ჯავახიშვილის სახელი მხოლოდ 1989 წელს მიენიჭა? მეც მაქვს შეცდომა და სხვებსაც და ეს უნდა გამოსწორდეს. 1971 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1947 წელს კი სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამაში არასწორს ვერაფერს ვხედავ. ხოლო თუ 61 წლის მომხმარებელს შეცდომა მოუვა კი არ უნდა ჩაქოლოთ.ცანგალა/ 13:34, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში მოყვანილი ნებისმიერი წყარო უნდა განამტკიცებდეს ინფორმაციას სტატიის ობიექტის (ამ შემთხვევაში ვალერი სილოგავას) შესახებ. 16 წელი ვიკიპედიაში მუშაობდე, ამატებდე მსგავს ინფორმაციას, მერე ამ ვაი-ინფორმაციას მიუთითო არასანდო წყარო (ფეისბუკი), მერე გიშლიდნენ ამ ინფორმაციას და მერე წერდე ამ დროს ეს სახელი თურმე არ ერქვაო, მარტივად რომ ვთქვათ ვიკიპედიის წესების არცოდნაა, ინფორმაციის გადაუმოწმებლად შემოტანაა და კიდევ ბევრი სხვა რამეცაა. ან თუ იცი ეს წესები და განგებ აკეთებ, მთლად უარესია. ჩემთვის არცერთი ვარიანტია მისაღები. მოგიწოდებ დაიცვა ვიკიპედიის წესები და იმუშაო ისე, არავინ არ გქოლავს და არც სურვილი არ გვაქვს ვინემს ჩაქოლვის და ვინმეზე ცუდის საუბრის. @Melberg: არ გამიკვირდება მალე ვიკიპედიის ლოგოდ რკინის მანეთიანზე გამოსახული ლენინის თავი მოითხოვონ და არც ის გამიკვირდება ლენინისა და სტალინის ძეგლების აღდგენაც მოითხოვონ ყველა ქალაქის ადმინისტრაციულ მოედანზე. --Wiki - ჯაბა 14:02, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, იმედია გახსოვს ვიკიპედიის პირველი ნაბიჯები ვინ გასწავლა. იმან ვისაც, ამჟამად ასე აყენებ შეურაცხყოფას. --ცანგალა/ 14:40, 27 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]