განხილვა:ევროპის XVII გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ და სხვა მსგავს სტატიებს აქვს საშინლად არავიკიპედიური თხრობა. რაღაც უნდა მოხერხდეს გარდა ამისა, ძალიან ლაკონურადაც არის ახსნილი აქ en:European Team Chess Championship. აქ კი, მაგალითად, არის ასეთი წინადადებები:

„სამწუხაროდ თავის შესაძლებლობებზე სუსტად გამოვიდნენ ქართველები. სულ ოთხი მოგება, სამაგიეროდ სამი მარცხი და საბოლოო XIII ადგილი“

მისახედია. --H.McC. (მომწერეთ) 21:54, 11 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ისტორიას გადახედე. ამ სტატიებმა გამაწამა, ზოგადად ჭადრაკზე. თხრობას რომ თავი დავანებოთ, სხვადასხვა არასწორ სიტყვებს რომ ასწორებდი, თითქმის ყველა მათგანი მხვდებოდა ამ სტატიებში. --მიხეილ მიწერა 22:06, 11 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა ვუყოთ? (შემოწმებულის სტატუსი მექანიკურად მივეცი). ან მართლა გაერთიანდეს 1-ში. ისე ბევრი მითითება მიეცა ამ მომხმარებელს. მაინც არ ისურვა, ეტყობა, ვიკიპედიასთან დაახლოება. შესაძლოა, დროის უქონლობის გამოც. მოკლედ, არ უნდა იყოს რთული ერთ სტატიაში გაერთიანება, თორემ მოამბის საინფორმაციო გამოშვებას მაგონებს. --H.McC. (მომწერეთ) 22:29, 11 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ მსგავსი „სტატიები“ ქართულ ვიკიპედიაში უნდა იშლებოდეს თუ გვინდა ცოტა ხარისხი ამაღლდეს. არც საერთაშორისო ბმულები აქვს? --ჯაბა ლაბაძე 04:31, 12 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვერ ექნება, ჯაბა, ელემენტარული მიზეზით - იგივე ინგლისურ ვარიანტში მხოლოდ 1 სტატიაა ამაზე (გაერთიანებული), ხოლო სტატია ნათარგმნი კი არა, როგორც ვამბობ, მოამბის რეპორტაჟს / საგაზეთო სტატიას უფრო ჰგავს. --H.McC. (მომწერეთ) 09:07, 12 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია ჰენრი, ჰოდა ჩვენც ისე გავაკეთოთ როგორც ინგლისურშია. --ჯაბა ლაბაძე 09:39, 12 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]