განხილვა:დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირე გუმბათოვანი ეკლესია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცირე გუმბათოვანი – წესით ერთი სიტყვა უნდა იყოს.--Zolokin განხილვაწვლილი 22:56, 29 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვერ შეგედავები წესზე, მაგრამ სტატიაში მითითებულ ლიტერატურაში გვ. 60 ცალ-ცალკე წერია. — ჯაბა ლაბაძე () 05:36, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაშინ დაველოდოთ სხვებსაც, იქნებ ქსე–შიც ინახოს როგორ არის (თუ არის საერთოდ), ან ბოლო–ბოლო გადამისამართება მაინც გაკეთდეს.--Zolokin განხილვაწვლილი 10:35, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
თუკი სიტყვა მცირე, როგორც მსაზღვრელი მიემართება ეკლესიას, მაშინ სწორია. თუკი მცირე გუმბათის მსაზღვრელია, მაშინ ერთად უნდა იწერებოდას – მცირეგუმბათოვანი. — დავით პასუხი 10:54, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
დანელია და სარჯველაძე წერენ – "მცირეგუმბათიანი", რაც მაფიქრებინებს, რომ მცირე სწორედ გუმბათს განსაზღვრავს და არა ეკლესიას.--Zolokin განხილვაწვლილი 11:04, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არა გუმბათს არ განსაზღვრავს დიდი ღვთისმშობლის ეკლესია ეს ატენის სიონია, ხოლო ეს მცირე ეკლესიაა ღვთისმშობლისავე სახელწოდების. ენციკლოპედიის რედაქციის მიერ მომზადებულ ტექსტში, რომლის ავტორებიც არიან ჯ. გვასალია და გ. მარსაგიშვილი სწორედ ასე წერია გარდა ამისა არსებობს ლიტერატურა ლ. რჩეულიშვილი, ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია, "ქართული ხელოვნება", 1942 წელი, ტ. 1. რადგან ეს ძველია ვიხელმძღვანელე 1990 წლის წყაროს მიხედვით და დავწერე მცირე გუმბათოვანი და არა მცირე გუმბათიანი. — ჯაბა ლაბაძე () 17:36, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, შესაძლოა მართალი ხართ და იგულისხმება, რომ ეს ღვთისმშობლის მცირე ეკლესიაა ატენის სიონის "დიდი" ღვთისმშობლის ეკლესიასთან შედარებით, მაგრამ ... აქ არის რამდენიმე მაგრამ:1. რჩეულიშვილიც, გვასალიაც და მარსაგიშვილიც არ არიან ფილოლოგები და სამწუხაროდ, სხვა სპეციალობის ხალხს (მათ შორის ძალიან კარგ სპეციალისტებს) ხშირად მოსდით ენობრივი და სტილისტურ–ორთოგრაფიული შეცდომები, რაც დანელია–სარჯველაძის შემთხვევაში შეუძლებელია; 2. არის მეორე ვარიანტი, რომ დანელიამ და სარჯველაძემ არ იცოდნენ (არქიტექტურული თვალსაზრისით), რომ იგულისხმება მცირე ეკლესია სხვა უფრო დიდ ეკლესიასთან შედარებით და მცირე გუმბათს მიაკუთვნეს; 3. თქვენი და ჩემი აზრიც მხოლოდ ლოგიკურ მსჯელობაზეა დაფუძნებული და არა ავტორიტეტულ წყაროებზე. ყველაფერ აქედან გამომდინარე, სანამ არ იქნება მოტანილი ავტორიტეტული წყარო, თუ რატომ ჰქვია ამ ეკლესიას მცირე, ან მცირეგუმბათიანი, მანამდე საკითხი ღიაა. სტრასბურგში წასვლა და ჩივილი ძვირი დაჯდება და არავის ვურჩევ.ვიღიმი --Zolokin განხილვაწვლილი 21:52, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  • გუმბათიანი გუმბათის მქონე. მაგ. გუმბათიანი ტაძარი;
  • გუმბათოვანი გუმბათის მოყვანილობისა - გუმბათისებური. მაგ. გუმბათოვანი სახურავი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 1, გვ.331, თბ., 1990--ცანგალა () 20:27, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგით რა, ცანგალა, კონტექსტიდან განვიხილოთ, ამ კონტექსტში რომ გუმბათიანი და გუმბათოვანი რომ 100% სინონიმებია რად უნდა მაგას ლაპარაკი?გუმბათისებური ეკლესია არ არსებობს, ასევე არ არსებობს გუმბათოვანი სახურავის მქონე ეკლესია, არის მხოლოდ გუმბათიანი (ანუ გუმბათოვანი) ეკლესია, ანუ ეკლესია, რომელსაც თავზე ადგას გუმბათი. თითიდან ნუ გამოვწოვთ ... --Zolokin განხილვაწვლილი 21:57, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ზოლოკინ თავად საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაზე რას იტყვი? ეს წიგნი ხმ არ გამოვიდოდა ვიღაც არაპროფესიონალების ძალისხმევით? — ჯაბა ლაბაძე () 22:09, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ზოლოკინ რატომ მედავებით ვერ ვხვდები. არსებობს ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის (ნუ ჩამომათვლევინებ ამ ცნობილ ადამიანებს ძალიან გრძელი სიაა) მიერ მომზადებული ენციკლოპედიური ნაშრომი 1990 წელს გამოსული. სადაც წერია დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირე გუმბათოვანი ეკლესია და მეც ვწერ ასე. აქ არანაირი ლოგიკური მსჯელობა არაა. აქ ფაქტები მაქვს მოტანილი. ვარაუდს უფრო შენ გამოთქვამ როცა იყენებ სიტყვებს: შეუძლებელია, არის მეორე ვარიანტი, იგულისხმება. ჩემთვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ავტორიტეტული წყაროა. — ჯაბა ლაბაძე () 22:25, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ხელოვნებათმცოდნე შეიძლება ადვილად შეცდეს და ეგონოს, რომ მცირეგუმბათოვანი ცალკ–ცალკე იწერება. ახლა რაღაა, მაგრამ ნაახალწლევს აუცილებლად გავარკვევ მაგ საკითხს.--Zolokin განხილვაწვლილი 22:34, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კიდევ შეიძლება ს იყენებთ და მე მეუბნებით ლოგიკურ ვარაუდებზე დაყრდნობით მსჯელობთო. — ჯაბა ლაბაძე () 22:37, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

და როგორ გგონიათ ამხელა წიგნი ლიტერატურული რედაქციის გარეშე ჩაივლიდა? ჩამოგითვალოთ ვინ აკეტებდა მის ლიტერატურულ რედაქციას? — ჯაბა ლაბაძე () 22:39, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბოლოსდაბოლოს, მოტანილი ავტორიტეტული წყაროებიდან დანელია და სარჯველაძე ყველაზე გვიანდელი წყაროა – 1997. ამიტომ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო უფრო ადრინდელ წყაროებში.--Zolokin განხილვაწვლილი 22:46, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვერ ვენდობით იმიტომ, რომ ამ პერიოდისათვის ქართული ენის სალიტერატურო ნორმები არ შეცვლილა და რის საფუძველზე შეიტანეს ეს ცვლილება გაურკვეველია, იქნებ დაადასტუროთ. მე გკითხეთ ჩამოგითვალოთ ის ხალხი ვინც ამ წიგნის ლიტერატურულ რედაქციას ახდენდა? — ჯაბა ლაბაძე () 22:50, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

  1. უპირატესობა ენიჭება უახლეს ლიტერატურას;
  2. ჩამოთვალეთ ის რედაქტორები, რომლებიც ფილოლოგები არიან:
  3. სალიტერატურო ენის ნორმებში კორნელი დანელიასა და ზურაბ სარჯველაძეზე უფრო ძლიერი სპეციალისტები არ მოიძებნებიან.— Zolokin განხილვაწვლილი 23:11, 30 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  1. რანაირი ახალიც არ უნდა იყოს ლიტერატურა, ფაქტია რომ მცირე მას ეწოდება ატენის სიონისაგან განსასხვავებლად და სიტყვა მცირე ეკლესიის მსაზღვრელია, ამის დასადასტურებლად ორივე სტატიას ჩახედეთ და ნახავთ რომ ორივეს ერთნაირი რვაწახნაგოვანი და ოთხსარკმლიანი გუმბათი აქვს. განსხვავება აქ ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ზომებშია.
  2. ყამარ ბლიაძე, მანანა გვარამია, თამარ რუსიშვილი, ზაირა სტურუა, ცირა შანიძე, მილიცა აბაშიძე, ლევან ბოლქვაძე, შოთა ვადაჭკორია, მარინე დვალიშვილი, მირა პაპავა, ლალი მოწონელიძე, თამაზ ჭელიძე.
  3. აი ეს მესამე მიზეზი უბრალოდ სასაცილოა, ვინ დაადგინა მათი უძლიერესობა? სპეციალური რეიტინგი არსებობს ამისთვის? — ჯაბა ლაბაძე () 05:33, 31 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
  1. ეს თქვენი ლოგიკური მსჯელობიდან გამომდინარეობს და არა ავტორიტეტული წყაროდან, რომ მას მცირე ატენის სიონთან შედარებით ეწოდება. დადეთ დოკუმენტი.
  2. არცერთი არ არის ფილოლოგი.
  3. არავითარი რეიტინგი არ არსებობს, მაგრამ რომ არსებობდეს იქნებოდა. მათ ავტორიტეტულობას ნებისმიერი ფილოლოგი დაგიდასტურებთ – ფაქტიურად ამ ორმა კაცმა შექმნა ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, როგორც დისციპლინა. ეს არაა საკმარისი— Zolokin განხილვაწვლილი 18:03, 31 დეკემბერი 2010 (UTC)?[უპასუხე]

@Jaba1977: „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ ავტორის მითითება საჭიროებს.--ცანგალა 19:13, 29 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]