განხილვა:დიაკვანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასე სტატია არ უნდა იწერებოდეს! ეს არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს სტატია. მწირი ინფორმაცია... წყაროს და ლიტერატურის არარსებობა... სამი წინადადება კი არის, მაგრამ სამი ბმული რომ არ არის... ვინ სვამს სტატიებს წაშლა–არწაშლის კანდიდატად? 2008 წლის ნოემბრიდან სტატიაში 8 ცვლილებაა შეტანილი და მხოლოდ გარეგნულ მხარეში, ტექსტს და შინაარსს არავინ უყურებს:

1. "დიაკვნის" და არა "დიაკვანის";

2. "ემსახუროს მღვდელს" და არა "ემსახუროს მღვდელის";

3. "აქვს უფლება საკურთხეველში შესვლის" – ამის შემდეგ მძიმე აკლია...

სამი წინადადებისთვის საკმარისზე მეტი არ არის? რედაქტორ–ადმინისტრატორების მოვალეობაში არ შედის სტატიის სტილისტური და შინაარსობრივი გამართვა? თუ მხოლოდ კატეგორიებში ჩასმა და თარგებია მთავარი? არ შეიძლება მკითხველისთვის ასეთი დაბალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება, მითუმეტეს, რომ ვიკიპედიის და ზოგადად, კომპიუტერული ტექნიკის მომხმარებელი საქართველოში, ძირითადად, ახალგაზრდობაა. ნუ გავუფუჭებთ მათ გემოვნებას. ბოდიში ემოციებისთვის --Zolokin განხილვაწვლილი 21:11, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ყველამ უნდა გაასწოროს სტატიები. ხარისხიანი სტატიები სამწუხაროდ ცოტაა. მისახედია ყველა სტატია. ქართული ვიკიპედია სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ცანგალა () 21:34, 29 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]