განხილვა:დეკორატიული ხელოვნება

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართულად მართებულია დეკორატიული ხელოვნება. Zangala 22:23, 29 იანვარი 2006 (UTC)[უპასუხე]

თუ შეგიძლია დამისაბუთე რატომ არის მართებული. ის მომდინარეობს სიტყვიდან დეკორაცია და არა დეკორატია (როგორც ინგლისურში Decoration/decorative) და არა მგონია ქართულში ბგერა ც -ტ-დ იცვლებოდეს ამ შემთხვევაში, რუსულის მსგავსად. Alsandro 67.142.130.15 23:57, 29 იანვარი 2006 (UTC)[უპასუხე]


ლათ.decoro - ვრთავ - ნიშნავს. ინგლისურად არის decorative ['dekrətiv] art. აქ დამეთანხმები, რომ ინგლისურშიც ტ-არის და არა ც. მაგრამ ინგლისური არაფერ შუაშია. ეს სიტყვა ლათინურიდან წარმოიშვა და დაბოლოება ყველამ ენამ თავისი გააკეთა. ქართული ენა ქართული ენაა და არა ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბულგარული, და ა.შ. ყველა ენებს ვერ ჩამოვთვლი.Zangala 09:23, 30 იანვარი 2006 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა: კამათს გარკვეული წესები აქვს. შენ ვერანაირი მტკიცება ვერ მომიყვანე შენი ჰიპოთეზის მხარდასაჭერად. თუ ისევ შენს აზრზე ხარ, ჩემს დასარწმუნებლად დაგჭირდება ორი რამ: (1) გრამატიკული წესი თუ რატომ იცვლება -აცია-დ დასრულებულ უცხო სიტყვებში "ც" - "ტ"-დ, როცა მას ვაბრუნებთ; (2) შესაბამისი მაგალითები სხვა მსგავსი სიტყვებით. მანამდე კი, დეკორაია - დეკორაიულად (რუსულის მსგავსად) რატომ უნდა გადაკეთდეს ამის საბუთს ვერ ვხედავ და აქ სხვა ენა არაფერ შუაშია. ინგლისური და რუსული მხოლოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ ორი პოლარული მაგალითი მეჩვენებინა. Alsandro 14:15, 30 იანვარი 2006 (UTC)[უპასუხე]

ალსანდრო, მე არ ვკამათობ - მე ჩემს აზრს ვწერ. შენ შეგიძლია დაეთანხმო - შეგიძლია არა. ხოლო თავისი აზრის გამოთქმის უფლება ყველას გვაქვს. გეთანხმები "დეკორაცია", მაგრამ "დეკორატიული" - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, I ტომი, გვ.461, გამოცემა - თბილისი, 1990. მე ვიტოვებ იმედს, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან მომხმარებლები როგორც ყველა დარგის სპეციალისტები ასევე ლინგვისტებიც და ქართულ ვიკიპედიას თავიდან ბოლომდე შეასწორებენ. ეტყობა განხილვა სახვითი ხელოვნება არ გინახია.Zangala 15:07, 30 იანვარი 2006 (UTC)[უპასუხე]

როცა რაიმეზე საპირისპირო აზრს გამოთქვამ, თანაც იმ მიზეზით რომ ეს "რაიმე" შეიცვალოს, ამით ნებით თუ უნებლიედ კამათს იწვევ. კამათი თავისთავად პოზიტიური მცნებაა და საჭიროცაა, მაგრამ თუ საკუთარ აზრს ვერ ასაბუთებ ისე, რომ მოწინააღმდეგე დაარწმუნო შენს ჭეშმარიტებაში, მაშინ რა აზრი აქვს უბრალოდ "აზრის გამოთქმას"?
ვეჭვობ, რომ იმ განმარტებით ლექსიკონში ზოგიერთი რამ პირდაპირ რუსულიდან გადმოაქართულეს. მე პირადად ვერცერთი მსგავსი მაგალითი ვერ მოვძებნე სადაც "-აცია" "-ატიულ"-ად იცვლებოდეს ქართულში. თუ შეძლებ მოიყვანო მსგავსი მაგალითები და დავრწმუნდებით, რომ ასეთი რამ ქართულში მართლაც შესაძლებელია, მაშინ გადავაკეთებთ, თუ არადა უბრალოდ მტკიცება "ასეა მართებული იმიტომ რომ 16 წლის წინანდელ განმარტებით ლექსიკონში ასე წერია" საკმარისი საბუთი არ არის. Alsandro 15:51, 30 იანვარი 2006 (UTC)[უპასუხე]

რადგან გადამისამართება დეკორაციული ხელოვნებიდან დეკორატიულ ხელოვნებაზეა ტექსტშიც ხომ არ შეიცვალოს. Zangala 21:30, 22 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]