განხილვა:დაშოგუზი
დამეხმარეთ: არ ვიცი რამდენად სწორია ამ ქალაქის სახელწოდება დაშოღუზი ხომ არ უნდა იყოს? --ჯაბა ლაბა 14:43, 12 ოქტომბერი 2011 (UTC)
- თუკი სიტყვა თურქმენული ენიდანაა ქართულში შემოსული, იქნება დაშოგუზი (Daşoguz), თუ სპარსულიდან (რაც მეეჭვება), მაშინ დაშოღუზი იქნება. Deu aw 15:51, 12 ოქტომბერი 2011 (UTC)
სპარსულიდან არა მგონია, რაგდან თვით თურქმენეთშიც ახალი ტოპონიმია.--ჯაბა ლაბა 16:03, 12 ოქტომბერი 2011 (UTC)
- მაშინ სტატიის სათაური სწორია. Deu aw 17:27, 12 ოქტომბერი 2011 (UTC)
ოკ. მადლობა. --ჯაბა ლაბა 17:32, 12 ოქტომბერი 2011 (UTC)
- იხ. განხილვა:ყარა-ბოღაზ-გოლი Garabogazköl ამ თურქმენული სიტყვიდან g გადმოტანილია, როგორც ღ. ხოლო აქ (Daşoguz) g გადმოტანილია, როგორც გ. ჩემი აზრით თუ ქსე წერს ყარა-ბოღაზ-გოლს, მაშინ უნდა იყოს დაშოღუზი და არა დაშოგუზი. --ჯაბა ლაბა 16:18, 13 ოქტომბერი 2011 (UTC)
- ჩემი აზრით გადასატანია, დაველოდოთ დათოსაც.--ცანგალა (გ) 16:21, 13 ოქტომბერი 2011 (UTC)
- უცნაურია. ამის მიხედვით თურქმენებს აქვთ Ğ-ც და G-ც. Ğ გამოითქმის, როგორც ღ, ხოლო G როგორც გ~ღ (ასე წერია გამოთქმებში). როგორც ჩანს ეს თურქმენული G ღ-სა და გ-ს შორის გარდამავალი ბგერაა და ქართულში შემოტანილია, როგორც ღ. თუმცა, თავს ნამდვილად ვერ დავდებ ამაზე. აქამდე მე ეს გ მეგონა. Deu aw 16:42, 13 ოქტომბერი 2011 (UTC)