განხილვა:გუდანის ჯვარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისევ მოძველებული[წყაროს რედაქტირება]

"წარმართული ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო " - ეს ფორმულირება მოძველებულია, ისევე როგორც უმეტესობა კომუნისტური ხანის ფორმულირებები ქართულ მითოლოგიაზე. უახლესი წყაროა ზ. კიკნაძე, ქართული მითოლოგია I, “ჯვარი და საყმო”, 1996 წ.; მისივე: მითოლოგია, VIII კლასის სახელმძღვანელო, 2002 წ.; მისივე: ქართული მითოლოგია (მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის), 2004 წ.; მისივე: 18.ანდრეზები, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ–მითოლოგიური გადმოცემები, 2009. --Ouzo განხილვაწვლილი 11:07, 29 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

წარმართული ღვთაებაა მიუხედავად მის სათაურში ქრისტიანული ტერმინისა. ივლისის ბოლოს ხევსურეთში ვიყავი და თავად შევესწარი მთელ წარმართულ პროცესიას: "ეკლესიის" ეზოში ჩარჭობილი ჯვარი, მის წინაშე დაჩოქება და რაც მთავარია "სამლოცველოს" ერქვა პირქუში-პირცეცხლიანი. ნამდვილი ეკლესია კი გორაზე იდგა დანგრეული და მიტოვებული. ეს ხდებოდა ბაცალიგოში. შესაძლოა ჩემი ნათქვამი წყაროდ არ გამოდგეს, მაგრამ წარმართულ ღვთაებასთან (ცეცხლი) აშკარად ადგილი გვაქვს. — ჯაბა ლაბა 10:18, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
კი, შენ უკეთესად იცი, ვიდრე ზურაბ კიკნაძემ.--Ouzo განხილვაწვლილი 10:24, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

თავხედობას და ცინიზმს შეეშვი და ძველი ანდაზა გაიხსენე მჯობნის მჯობნი არ დალეულა. — ჯაბა ლაბა 10:26, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ზურაბ კიკნაძეს ეჯიბრები ფოლკლორის და მითოლოგიის საკითხებში?--Ouzo განხილვაწვლილი 10:40, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
აქ გაჯიბრება არაფერ შუაშია. არ ვიცი კიკნაძე რას წერს, მაგრამ აბა მითხარი, რა დავარქვათ თუ არა წარმართობა, როდესაც ხევისბერი თუ ვინცაა შუბლზე სისხლით ჯვარს გამოგსახავს და გიმკითხავებს? — მიხეილ (მომწერე) 10:43, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ მიხეილ, ამ პერსონას ნორმალური განხილვის უნარი დაკარგული აქვს. შენ კარგად იცი კიდევ იქ რა საშინელი ანტიქრისტიანული რამეები ვნახე, რომლის წარმოდგენაც ვიდეო მასალითაც შემიძლია. ცეცხლი რომ წარმართულია ამას ახლა ნამდვილად არ დავუწყებ ხელახლა მტკიცებას და ველოსიპედს ხელახლა არ გამოვიგონებ. — ჯაბა ლაბა 10:48, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

აქვე დავამატებ, მართლმადიდებელ მღვდელს, იქ სიახლოვესაც არ აკარებენ და უარეს შემთხვევაში შესაძლოა კინწისკვრითაც კი მიაბრძანონ. — მიხეილ (მომწერე) 10:50, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ქართული წარმართული ღმერთები – ჩემი ნათქვამის დადასტურება იხ. სტატია პირქუში. — ჯაბა ლაბა 10:53, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
კარგით, ტყუილად ნუ დავობთ ვიღიმი. თვალით ნანახი ყველაზე ახლოს უნდა იყოს სიმართლესთან, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც წყარო გვჭირდება. ოუზო, თუ შეიძლება გვითხარი, რას წერს ზურაბ კიკნაძე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, გუდანის ჯვარს ქრისტიანულად აცხადებს თუ უბრალოდ წარმართობის ნაცვლად მას მითოლოგიას უკავშირებს? (ამ ორს შორის, ჩემი აზრით, დიდი განსხვავება არ უნდა იყოს). — დავით პასუხი 10:55, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
იქნებ აქაც ჩაიხედოთ პირქუში, თითქმის იგივეა. — ჯაბა ლაბა 10:56, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ოუზოს მიმართ თხოვნა უკვე დავწერე. ჯაბას კი კითხვა: შენ ეს ყველაფერი ბაცალიგოში ნახე; რა კავშირშია ეს გუდანის ჯვართან? — დავით პასუხი 10:58, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ბაცალიგოში მიმავალმა გუდანში უნდა გაიაროს აუცილებლად და იქ მსგავს რიტუალს შევესწარი, მხოლოდ ნახევარი საათი შევჩერდი. აი გადაღებული კი მაქვს ბაცალიგოს რიტუალები. — ჯაბა ლაბა 11:00, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ჯაბას: ფირმა ვაზიანის საიტი სანდო წყარო რომ არაა დამეთანხმები. სტატია პირქუშში იგივე მოძველებული წყაროებია, რომლებიც 60-იან წლებს არ სცილდებიან.
მიხეილს: მიხეილ, ეგ ყველაფერი "თვალით ნანახი" თქვენი პირადი დაკვირვებაა, რასაც ვიკიპედიის ენაზე ორიგინალური გამოკვლევა ქვია და რისი ადგილიც ვიკიპედია არ არის. "რა დავარქვათ თუ არა წარმართობა" - აქვე ამბობ, რომ ზ. კიკნაძის წიგნი არ წაგიკითხავს. რა უნდა დავარქვათ და ქრისტიანობის პაგანიზაცია, ან ფოლკლორიზაცია. ზემოთ მივუთითე კიკნაძის უახლესი ლიტერატურა ამ საკითხებთან დაკავშირებით.--Ouzo განხილვაწვლილი 11:02, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, ოუზო, ზუსტად ეგ მაინტერესებდა ვიღიმი. ზემოთ თქმულიდან ცოტა გაუგებარი იყო, რა იგულისხმებოდა თანამედროვე ფორმულირებაში და ყველამ სხვადასხვაგვარად გავიგეთ. მგონი არავის არა აქვს პრობლემა, რომ ჯაბას ნანახი სისხლიანი რიტუალები ნამდვილად ქრისტიანობის პაგანიზაციაა ვიღიმიდავით პასუხი 11:07, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მგონი აქვს პრობლემა. აგერ ვნახოთ. მღვდელს არ აკარებენო ... ვურჩევ ვაჟა-ფშაველას "ლაშარობა" წაიკითხონ.--Ouzo განხილვაწვლილი 11:11, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ouzo, მე ამ ტერმინთან არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვაჟა რას წერდა ერთი საუკუნის წინ კარგად ვიცი, მე რაც ახლა ხდება ის დავწერე. დიახ, ახლა არ აკარებენ. — მიხეილ (მომწერე) 11:43, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მიხეილ, ჰოდა თუ 1 საუკუნის წინ ვაჟა წერდა, რომ მღვდელო ლაშარის ხატობაზე წირავდა და დღეს ეს ასე აღარ ხდება ამას რა ქვია? ძირძველი ქართული წარმართობა თუ მე-20 საუკუნის კომუნისტური გავლენა? მთის რიტუალები ქრისტიანულია წარმოშობით, მაგრამ უმღვდელობისგან გახალხურებული, ფოლკლორიზებული, პაგანიზებული. დღესაც მთაში მღვდლების ნაკლებობით არის გამოწვეული ის რაც ხდება. მიოკარება არმიკარებაზე მე სხვა ინფორმაცია მაქვს და ახლა რა ვქნათ, ვიკიპედიაში ის ჩავწეროთ რაც ჩვენ თვალით გვინახავს და განგვიცდია თუ სანდო წყაროთა ცნობები, მეცნიერულ, ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით?--Ouzo განხილვაწვლილი 12:16, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მე მოვრჩი. ის ვთქვი რაც ვიცოდი გამოცდილებიდან. მეცნიერებიც სწორედ ნანახითა და გაგონილით აკეთებენ დასკვნებს. — მიხეილ (მომწერე) 12:51, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰოდა ჩვენც ვიკიპედიისთვის მეცნიერების დასკვნები გვაინტერესებს და არა ჯაბასი, შენი, ან ჩემი.--Ouzo განხილვაწვლილი 12:53, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

Ouzo-ს ვეთანხმები. და დამატებით ლიტერატურასაც დაგისახელებთ "რელიგიები საქართველოში", სახალხო დამცველის აპარატის გამოცემა, 2008. არ მაქვს თან, რომ გვერდი მივუთითო (ამ გამოცემის რედაქტორიც კიკნაძეა). მოკლედ მთავარი ისაა, რომ საქართველოს მთაში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, არსებული ტრადიციები, ჩვევები არის არა შემორჩენილი წარმართობა (რომელიც ქრისტიანობამ inter alia ცეცხლითა მახვილითაც მოსპო შუა საუკუნეებში) არამედ პაგანიზებული ქრისტიანობა. პაგანიზებული ნიშნავს, გასოფლურებულს, გახალხურებულს. თუმცა სტატიებში შეიძლება მიეთითოს, რომ გასულ საუკუნეში, სხვადასხვა რიტუალები შეცდომით, წარმათობად მიიჩნეოდა --M. განხილვაწვლილი 13:16, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]