განხილვა:გერმანული ლიტერატურა (750-900)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამას უფრო მოკლე სახელიც ქვია მე მგონი -- ძველი მაღალი გერმანული - თუ რაღაც ამგვარი... - ალ-ო     @ 16:48, 19 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

hochdeutsch - სალიტერატურო გერმანული (გამოთქმა...) და Hochdeutsch სალიტერატურო გერმანული ენა გვ. 248, გერმანულ-ქართული ლექსიკონი იოლანდა მარშევის, შვეიცარია1999. ის ვეთანხმები ალსანდროს სათაურის შეკვეცის გამო.--ცანგალა () 17:04, 19 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

არ გეთანხმები. --Pirtskhalava 15:58, 20 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

რატომ? ლაკონურად რომ წერ, მე ვერ ვიგებ რატომ... Hochdeutsch. ამ სიტყვაში Hoch არ აღნიშნავს ამ ენის პრივილეგიას დიალექტებთან შედარებით... ანუ ეს არ ნიშნავს უმაღლეს გერმანულს. ზემო- - ეს აღნიშნავს იმას, რომ ზემოგერმანული გავრცელებულია გერმანიის ზემო, ანუ ჩრდ. რაიონებში. შესაბამისად ამას ვერ ვთარგმნით ასე: მაღალი გერმანული. ეს არის ზემოგერმანული, ანუ სალიტერატურო გერმანული. მაგრამ ამ სტატიას ვერ დაერქმება ზემოგერმანული ლიტერატურა, ან სალიტერატურო გერმანული ლიტერატურა. იმიტომ, რომ ჰოხდოიჩ ახლაც ახლაც არის და ახალ გერმანულ ლიტერატურასაც ზემოგერმანული ლიტერატურა ჰქვია. ამ სტატიაში კი საუბარია გერმანულ ლიტერატურაზე აქედან - იქამდე... სახელი აუცილებლად უნდა შემოკლდეს, მაგრამ არა ასე. ჩემი აზრით ჯობია ამგვარად შევამოკლოთ: გერმანული ლიტერატურა (აქ საუკუნეები მიეწეროს). —დათო 16:27, 20 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
მანდ არის სიტყვა "ძველი", რომელმაც უნდა განმარტოს განსხვავება. მე შევხედე ინგლისურ სტატიაში ამათ კლასიფიკაციას -- en:German language literature. შენი ვარიანტიც მისაღებია. ა.

მე ვერ გავიგე, ვინ რას მეკამათება. --Pirtskhalava 21:25, 20 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

შენ არ გეკამათებით. სათაური "არა-იუზერ-ფრენდლია". ა.

ვარიანტი?! --Pirtskhalava 21:48, 20 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

– ჯერ თქვენი გამაგებინეთ, თქვენ რა გინდათ. დათო რას მიხსნის, ვერც ეს გავიგე. --Pirtskhalava 11:33, 21 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

რა ვერ გაიგე კაცო :), გეთანხმები რომ ზემოგერმანული ლიტერატურა ამ სტატიის სათაურად არ გამოდგება, მაგრამ ახალი სათაურის მოძებნაა საჭირო, იმიტომ რომ ეს ძალიან გრძელია. ჩემი ვარიანტიც ვთქვი: გერმანული ლიტერატურა (აქ საუკუნეები). —დათო 13:10, 21 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ქსე, ტ. 3, გვ. 126, თბ.1978, სტატია გერმანული ენა ვკითხულობთ: „ზემოგერმანული საფუძვლად დაედო თანამედროვე სალიტერატურო გერმანულ ენას. მის განვითარებაში გამოიოყოფა სამი ძირითადი და ერთი გარდამავალი პერიოდი ძვ. ზემოგერმანული (VIII-XI სს.), საშ. ზემოგერმანული (XII-XIII სს.), ადრეული ახ. ზემოგერმანული (XIV-XVI სს.) და ახ. ზემოგერმანული (XVII საუკუნიდან).“ცანგალა () 13:36, 21 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ამ ჩვენს სტატიაში წერია, რომ 750-900 წლებს მოიცავს ეს ლიტერატურა... ამიტომ ამ სტატიასაც შეიძლება ვუწოდოთ ძველი ზემოგერმანული ლიტერატურა, რომლის თარიღებიც თითქმის ზუსტად ემთხვევა სტატიაში დასახელებულ თარიღებს. —დათო 13:57, 21 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

– ყოჩაღ, მომწონს შენი ანალიტიკური უნარი. მაგრამ მთლად მასე არაა. კარგად ჩაიხედე წიგნში და ნახავ. მთლად აქ დაწერილსაც ნუ ენდობი. რიცხვები აქ კიდე უნდა გასწორდეს. --Pirtskhalava 14:54, 28 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]