განხილვა:გამოსაშვები გამოცდები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაქვს ინფორმაცია, რომ ვიკიპედიაში არაერთი სკოლადამთავრებული მოღვაწეობს წელს :))). ჰოდა, ვინც ჩააბარეთ, გილოცავთ. რაც შეეხება სათაურს, გამოსაშვები გამოცდები ალბათ სხვა სახელმწიფოებშიც იქნება. ბოლოს და ბოლოს სსრკ–შიც იყო. ანუ, ამ სტატიას უნდა ერქვას გამოსაშვები გამოცდები საქართველოში. — დავით პასუხი 15:36, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

:) ხო მაგაზე ვფიქრობდი, მაგრამ მერე გადავწყვიტავთ მეთქი ვიფიქრე, თან შეიძლება საატესტატო გამოცდებიც დაერქვას რატომაც არა. ხო ალბათ გადაქმევა სჯობს~დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:02, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ ერთი, რისი გამოსაშვები? სკოლის? კოლეჯის? ხომ უნდა მიენიშნოს სათაურში.--მიხეილ () 16:14, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ, საატესტატო უფრო ზუსტად ასახავს ამ გამოცდას. სხვებსაც დაველოდოთ. — დავით პასუხი 17:06, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეს ჰარიჰარანი მართლა ჰაი ჰუია... ზოგადად, საატესტატო უფრო შეეფერება, ცხადია.--იორგი; 18:12, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

საატესტატო - უკეთესია, რა თქმა უნდა. საქართველო ფრჩხილებში ჯობია, ან საერთოდ არ ვახსენოთ სათაურში და მრავალმნიშვნელობის გვერდი შევქმნათ. – BruTe () 07:10, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამოსაშვები გამოცდები ეწოდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე.ჯაბა ლაბა 07:52, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

[1]. – საატესტატოო. — დავით პასუხი 03:43, 3 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
[2]. – გამოსაშვებიო. — დავით პასუხი 03:43, 3 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
[3]. – გამოსაშვებიო. — დავით პასუხი 03:44, 3 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ორივე სიტყვას ლამაზად იყენებენ. როგორც ჩანს, გამოცდების ოფიციალური დასახელება არა აქვთ მოფიქრებული. ამ შემთხვევაში არჩევანის უფლება ჩვენზეა, ორივე მიღებული როცაა (და ქსე–ც გამორიცხულია :)). მე საატესტატოს ვანიჭებ უპირატესობას ზემოთ მოყვანილი მიზეზებისა გამო. — დავით პასუხი 03:45, 3 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო ხშირად ვადევნებ თვალს ზემოთ ჩემს მიერ მითითებულ ვებ-გვერდს. სწორედ მანდ თავდაპირველად დაამატეს ლინკი სადაც ეწერა საატესტატო, მაგრამ გამოცდების დაწყების წინ განაახლეს დიზაინი და ლინკიც შეცვალეს გამოსაშვებით. — ჯაბა ლაბა 04:32, 3 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]