განხილვა:ბილ მარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში (თბილისი, 1989, გვ. 223) „ფილიპ მარი“ (en:Philip Murray), „შონ მარი“ (Sean Murray), „ჯონ მარი“ (John Murray). გადასატანია ბილ მარიზე.--Saliner 11:51, 19 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

საოცარია, მაგრამ ასეა. მარივით და მერივით ისმის. აქ. რუსულიდან ინერციით გადმოსულის სერიიდან არის ეს მიურეი, როგორც ვხვდები. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:54, 19 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გავრცელებულია ქართულში ბილ მიურეი. არა მარტო პირატულ გადმოსაწერ საიტებზე, არამედ უფრო ავტორიტეტულ ვებგვერდებზეც მასეა მოხსენიებული. [1] [2] --M. განხილვაწვლილი 16:58, 19 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

კიოლნიც ძალიან გავრცელებულია, რეალურად გაცილებით მეტადაც, ვიდრე კელნი, მიუხედავად ამისა, მაინც კელნი გვაქვს, ასევე ყატარზეც და ბევრ სხვაზეც. ეს იმიტომ, რომ წყაროებზე შეთანხმებულები ვართ, სხვა შემთხვევაში ქაოსი შეიქმნებოდა. გარდა ამისა, გადამისამართება მიურეიდან არანაირი პრობლემა არ არის და ვინც მაგ გვარით მოძებნის, პრობლემა არ შეექმნება. --Saliner 17:07, 19 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ერთადერთი, რაც რუსულის გავლენის შედეგი შეიძლება იყოს, არის იუ ს ნაცვლად. აქ მარივით კი მესმის, მაგრამ მერი ვერ გავიგონე ვერანაირად. ეგ კი არა მური უფრო მესმის, ვიდრე მერი. გარდა ამისა, ესეც გვაქვს მურეი (მდინარე). ასე რომ მარი-ზე გადატანას არ ვეთანხმები არანაირად. მურეი-ზე კიდევ შეიძლება. --M. განხილვაწვლილი 08:30, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

გეოგრაფიულ ობიექტთა სახელებისას ვხელმძღვანელობთ გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონით, პიროვნებების სახელებისას უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონით, თუ გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონში მურეი წერია, ე.ი. ეგრე უნდა დავტოვოთ, როგორ შეცდომითაც არ უნდა იყოს, აქ კი თუ მარია, ე.ი. ჩვენც ასე უნდა შემოვიტანოთ, ამაზე რამდენადაც ვიცი შეთანხმება მიღწეულია, რა შემთხვევაში, რით უნდა ვიხელმძღვანელოთ და პირადი მოსაზრებებით ამ შეთანხმების დარღვევა არ ივარგებს. P.S. მაგ ხმას ბევრჯერ მოვუსმინე, გარდა მაგისა ინგლისელი კომენტატორებისთვისაც მომისმენია, როცა ენდი მარის სახელს ახსენებენ და ორივე შემთხვევაში გამოთქმით მარი ყველაზე ახლოს დგას იმასთან, როგორც გამოთქვამენ. მოკლედ, მგონი აშკარაა, რომ გადასატანია.--Saliner 12:44, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰო, მაგრამ როგორც გავიგე უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში ბილ მიურეი ბილ მარიდ არ წერია, არამედ ანალოგიით ხელმძღვანელობ. თუ ეგეთი შეთანხმება არსებობს, კი ბატონო. --M. განხილვაწვლილი 13:35, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]
დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში მიხედვით ai და ay — ეი: Clay — კლეი, Medway — მედუეი, Gray — გრეი --M. განხილვაწვლილი 13:40, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

მართალია, ბილ მიურეი მანდ ვერც ეწერება, ანალოგიებით ვმსჯელობ. ბილი არ არის, მაგრამ ძალიან საეჭვო და ამავდროულად კომიკურიცაა murray ერთგან მარით გვქონდეს, მეორეგან მიურეით. როგორ შეიძლება Sean Murray შონ მარი იყოს და Bill Murray ბილ მიურეი? მგონი, კარგი იქნება სხვებიც თუ გამოხატავენ საკუთარ აზრს. --Saliner 14:04, 20 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

რამდენი ეთანხმებით გადატანას?