განხილვა:ახალდაბა (თბილისი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მგონი ეს გვერდი გადასატანია ახალდაბა (თბილისი)ზე. – GIO---->>13 () 21:38, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

სოფელი თბილისში – ეს რამდენად გამართლებულია? მე მართლა არ ვიცი და ვკითხულობ: საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა ერთმანეთისგან განარჩევს ქალაქ თბილისსა და ადმინისტრაციულ ერთეულ თბილისს (დიდ თბილისს), როგორც მაგალითად გერმანიაში ბერლინი, ავსტრიაში ვენა, რუსეთში მოსკოვი... ანუ, ადმინისტრაციული ერთეული თბილისი ქალაქი თბილისის გარდა მოიცავს ასევე სოფლებსაც? და ეს ადმ. ერთეული თბილისი გათანაბრებულია მხარეებთან? მე აქამდე ასე ვიცოდი: არსებობს მხოლოდ ქალაქი თბილისი, რომელიც გათანაბრებულია მხარეებთან და იყოფა რაიონებად (და არა მუნიციპალიტეტებად). შესაბამისად თბილისი კი არ მოიცავს სოფლებს, არამედ ამ სოფლებს აღარ აქვთ სოფლის სტატუსი და ერთიანდებიან უბრალოდ ქალაქ თბილისში. ამიტომ სტატია უნდა იწყებოდეს სხვაგვარად (დასახლება თბილისის შემადგენლობაში, ან რაღაც ამდაგვარი) და დიდგორის მუნიციპალიტეტის ნაცვლად რაიონი უნდა ეწეროს. (თუ ვინმე უფრო გარკვეული დამიდასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის თავისებურებებს, უკეთესი იქნება). — დავით პასუხი 06:46, 23 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
მეც მაინტერესებს, რაღაც წინააღმდეგობაა, იქნებ კარგად აგვიხსნას ვინმემ? – GIO---->>13 () 11:19, 23 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ხომ არ ჯობს გადავიტანოთ ეს სტატია სათაურზე ახალდაბა (დიდგორის მუნიციპალიტეტი)? --ჯაბა ლაბა 20:09, 6 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, მუნიციპალიტეტი არ არსებობს დიდგორის. დიდგორი თბილისის ერთ-ერთი რაიონია, როგორც, მაგალითად: გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ვაკე-საბურთალოს რაიონი...

თბილისი 6 რაიონად იყოფა, რომლებიც თავის მხრივ 30 უბნად იყოფიან:

1. ძველი თბილისის რაიონი: მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა;

2. ვაკე-საბურთალოს რაიონი: ვაკე-ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის მიკრორაიონები, დიღომი-ვაშლიჯვარი, ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა-საბურთალოს ქუჩა, კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანი;

3. ისანი-სამგორის რაიონი: კრწანისი-ფონიჭალა, ზემო ავლაბარი-მეტრომშენი, ნავთლუღი, ვაზისუბანი, მე-8 ლეგიონი, ვარკეთილი, მესამე მასივი, ორხევი, აეროპორტი, ლილო, ქვემო სამგორი;

4. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი: ზემო ჩუღურეთი, დიდუბე, დიღმის მასივი;

5. გლდანი-ნაძალადევის რაიონი: ძველი ნაძალადევი, ლოტკინი, ნაძალადევი, სანზონა, თემქა, ავჭალა-გლდანის ხევი, გლდანის ლუწი მიკრორაიონები, გლდანის კენტი მიკრორაიონები, მუხიანი;

6. დიდგორის რაიონი: დიდგორი.

ეს დაყოფა 2009 წლის 29 ოქტომბერს შევიდა ძალაში. — GIO→13 21:41, 6 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

ალბათ ახალდაბა (დიდგორის მუნიციპალიტეტი)--ცანგალა () 22:29, 6 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გადასატანია ახალდაბა (თბილისი)-ზე --M. განხილვაწვლილი 12:14, 12 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

როგორც ვიცი თბილისზე შეერთებულ სოფლებს და დაბებს სტატუსი არ გაუქმებიათ, განსხვავებით ბათუმისგან, სადაც სოფლების და დაბების სტატუსი გაუქმდა და ქალაქ ბათუმის შემადგენლობაში შევიდა.--GagaVaa განხილვაწვლილი 09:09, 16 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მაგრამ თემებად ალბათ აღარ იყოფა?--GagaVaa განხილვაწვლილი 09:10, 16 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

კანონის მიხედვით უნდა გაუქმებოდათ, როგორც ბათუმში. მაგრამ არ გაუქმებიათ. საკანონმდებლო ხარვეზია. თუმცა ამ შემტხვევაში ეს სტატუსი სრული ფორმალობაა. --M. განხილვაწვლილი 17:05, 16 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]