განხილვა:ანა ფრანკი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ანა თუ ან? იხ. ტრანსკრიპცია ნიდერლანდურისთვის: [ʔɑnəˈlis maːˈri ˈʔɑnə ˈfrɑŋk], ამის მიხედვით ანა, აქაც ასე ისმის, თარგმანების ნაწილშიც ასეა. რას ფიქრობთ? მე ანეს ვემხრობი.--Saliner 17:29, 28 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

და როდესაც არსებობს ანალოგების სისტემა? მაგ - ორიგინალში ფიოდორია, მაგრამ ჩვენთან თედორედ გადმოდის. არის ბევრი მსგავსი მაგალითი --Henry McClean განხილვაწვლილი 17:40, 28 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

დიახ, ზუსტად მაგიტომ წამოვიწყე განხილვა. ზოგჯერ ნამდვილად გადმოდის განსხვავებულად, უმეტესად კი ორიგინალის მსგავსად შემოგვაქვს. თარგმანები გადავამოწმე და ორივე ვერსიით არის ნათარგმნი. ჩნდება კონტრშეკითხვა: რატომ ანა?--Saliner 17:49, 28 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის ზოგიერთი მომხმარებელი (ნამდვილად ვიცი) თვლის, რომ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც დამკვიდრდა. მით უმეტეს, რომ ნაწარმოებები ანა ფრანკის დღიური სწორედ ამ სახელით არის გამოცემული საქართველოში. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:56, 28 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ სწორია ამჟამინდელი ფორმა. --JABA 1977 18:13, 28 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მაგ ლოგიკით თედორე ნამდვილად არ უნდა დაგვეტოვებინა, რადგან აშკარად არ არის დამკვიდრებული ფორმა. ასევე, სალმან რაშდის შემთხვევაშიც ჩვენთან რუშდით ითარგმნება წიგნები, მიუხედავად მაგისა, სწორი ფორმით გადმოვიტანეთ. სხვების აზრიც საინტერესო იქნება. --Saliner 18:31, 28 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

რას წერს რომელიმე აკადემიური ენციკლოპედია? — Mikheil მიწერა 18:37, 28 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ალბათ, მხოლოდ ქსეში თუ იქნება. სავარაუდოდ, ანა.--Saliner 19:08, 28 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]