განხილვა:ანა ანდერსონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატივცემულო ვიკიპედიელებო და უფრორე მეტად შემმოწმებლებო მოგმართავთ თხოვნით. თუ გადახედავთ აღნიშნულ სტატიას ნახავთ, რომ ჯერ კიდევ ჩემ მიერ მის რედაქტირებამდე მასში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რისი აღმოფხვრაც მე რამდენიმე თვის წინ ვცადე ახლა კი მოგმართავთ, თქვენც გადახედოთ მას, საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ მასში ცვლილებები და შეამოწმოთ (შეამოწმოს იმან ვისაც ამის უფლება აქვს), რამეთუ ქართული ვიკიპედია ამ ზომის სტატიებით ნამდვილად არაა განებივრებული და ამიტომ შეუმოწმებელი არ უნდა იყოს. --სულხან ქვიშხელი განხილვაწვლილი 17:37, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მთლად შეუმოწმებელი სტატია არ ქმნის პრობლემას, რადგან სრულად ჩანს მკითხველისთვის. პრობლემაა უკვე შემოწმებულ სტატიებში შეტანილი ადეკვატური ცვლილებები, რომლებიც ხან თვეობით რჩება შეუმოწმებელი და მკითხველისთვის არ ჩანს. — Mikheil მიწერა 20:42, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
გეთამხმებით, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა შემოწმდეს მსგავსი სტატიები? --სულხან ქვიშხელი განხილვაწვლილი 05:23, 12 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ოდესმე, ალნათ, დიახ. მანამდე კი შესავსებია ბოლო სამი სექცია, რომლებიც ადვილად შეიძლება გახდეს ვანდალების სამიზნე, ან შეავსეთ, ან საერთოდ მოაშორეთ ... და მერე, იქნებ რჩეულობაზეც ჰქონდეს პრეტენზია, ისეთი კარგი სტატია გამოვიდეს. ვიღიმიG.G. 07:21, 13 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]