განხილვა:ამურის ვეფხვი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოდი უკეთ გავერკვეთ:
  • ამური რუსეთის ოლქია, სადაც ველურ ბუნებაში ამ ვეფხვის გარკვეული რაოდენობა გვხვდება. ამიტომ რუსულ ვიკიპედიასა და სხვა სლავურ ვიკიპედიებში ამ ვეფხვს ამურის ვეფხვად მოიხსენიებენ. თუმცა ეს ვეფხვი არ გვხდება მარტო ამურში, სახეობა გავრცელებულია მეზობელ ოლქებში და აგრეთვე ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ სხვა (უმეტეს) ვიკიპედიებში ამ სახეობას ან ციმბირის ვეფხვად, ან ალთაის ვეფხვად (ალთაის მთიანეთშიც გვხდება ვეფხვი) მოიხსენიებენ.

ახლა რაც შეეხება ქართულენოვან სივრცეს აქ მას ყველაზე ხშირად უსურიის ვეფხვს უწოდებენ.

ანუ ახლა ასეთი სიტუაცია გვაქვს:

  1. თუ გავამყარებთ წყაროებით უმჯობესია ვეფხვის ამ სახეობას ქართულად არ ვუწოდოთ სლავურიდან შემოსული სახელი. ვუწოდოთ ან ციმბირის ვეფხვი ან უსურიის ვეფხვი, მე მეორეს ვემხრობი.
  2. თუ მაინცდამაინც ვტოვებთ რუსულ სახელს უნდა იყოს არა ამურიის, არამედ ამურს ვეფხვი — ვაროსანი 17:05, 17 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ში ან ქე-ში მსგავსი სახელწოდებით (ერთ-ერთი სახელწოდებით) მაინც იქნება სტატია (ამურის, უსურიის ან ციმბირის ვეფხვი). ვფიქრობ, უფრო სანდო და ახალი წყარო არ მოგვეპოვება. — G.G. 06:17, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ში ამ სამი სახელიდან არცერთზე არ არსებობს სტატია. არც თავად ვეფხვის სტატიაში არ წერია სახეობები. იქნებ ქე-ში ან სადმე სხვა ლიტერატურაში მაინც იყოს რამე--დათო1010 06:38, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქე-ში მხოლოდ ამურის შეიძლება იყოს... პირადად მე ციმბირის უფრო მსმენია და ვერაფრით მივხვდებოდი, თუ ეს იყო. :) — G.G. 06:57, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
ერთი რამ ცხადია ამურიის ვეფხვი ნამდვილად არ არის, ამიტომ ეს სათაური შესაცვლელია--დათო1010 10:24, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, სტატია უნდა გადავიტანოთ ციმბირის ვეფხვზე, ხოლო უსურიის ვეფხვიდან, ამურის ვეფხვიდან და ალთაის ვეფხვიდან გაკეთდეს მასზე გადამისამართება--შოთა [UT] 10:57, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია--შოთა [UT] 17:30, 18 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

კვლავ სახელი[წყაროს რედაქტირება]

@David1010: როგორც განხილვის მონაწილე მოგნიშნე. სათაურთან დაკავშირებით რამდენიმე ასპექტია გასათვალისწინებელი. 1) 99% ზოოლოგიის ტერმინები (ამ შემთხვევაში სახელები) ქართულ-რუსული ემთხვევა. 2) მაგ. ინდური მარტორქა არა მხოლოდ ინდოეთშია გავრცელებული, მაგრამ ინდური ჰქვია, ან კალიფორნიული გნოლი არა მარტო კალიფორნიის შტატის ან ნახევარკუნძულის ბინადარია, მაგრამ მასაც კალიფორნიული ჰქვია. ასე რომ: ის, რომ ვეფხვი არა მხოლოდ უსურიაშია გავრცელებული არგუმენტი არ არის გადასატანად. ჯობს რუსულს ვენდოთ. ქართული სახელების უმეტესობა რუსულს ემთხვევა. გიო ოქრო 15:53, 28 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

რადგან განხილვა არ შედგა გადამაქვს. გიო ოქრო 16:48, 10 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]