გალანჩეჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალანჩეჟი
კოორდინატები: 42°52′20″ ჩ. გ. 45°18′15″ ა. გ. / 42.87222° ჩ. გ. 45.30417° ა. გ. / 42.87222; 45.30417
მდებარეობა გალანჩოჟის რაიონი
ტერიტორიული ერთეული ჩეჩნეთი, რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1494,1 
ფართობი 0,12 კმ² კმ²
საშუალო სიღრმე 31 
მაქსიმალური სიღრმე 35 

გალანჩეჟი — ტბა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გალანჩოჟის რაიონში, რომელიც მცირერიცხოვან რაიონს წარმოადგენს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. მოსახლეობა 1939 წელს შეადგენდა 9,499 ადამიანს, ჩეჩნების ჩათვლით 95,7%, რუსები 2.8%, ინგუშები 0,5%, უკრაინელები 0.4%.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალანჩეს ტბა წარმოადგენს ერთ-ერთ უნიკალურ ტბას კავკასიაში. გალანჩეჟი მდებარეობს მთიან ჩეჩნეთში, მდინარე გეხის აუზის ზედა მონაკვეთში. იგი მდებარეობს მდინარე ოსუკას ხეობის მარჯვენა მხარეს, მდინარიდან 100 მეტრის და ზღვის დონიდან 1494.1 მეტრის სიმაღლეზე.

აღნიშნულ ტბას აქვს თითქმის რეგულარულად ოვალური ფორმა, რომლის ღერძი 450 და 380 მეტრია. აუზის ფორმა არის ძაბრისებური ფორმის. ტბის ცენტრში არსებული უდიდესი სიღრმეა. ანიშნული ტბის მაქსიმალური სიღრმე შეადგენს, დაახლოებით 35 მეტრს. წყლის სარკის ფართობია დაახლოებით 12 ჰექტარი.

გალანჩეჟის ტბაში წყალი ნათელი და კამკამაა. მზიან ამინდში იგი დაახლოებით ღია ცისფერია, უდნავ მომწვანო ელფერით.

ზაფხულში, დაახლოებით წყლის საშუალო ზედაპირული ტემპერატურა 20 გრადუსს აღწევს. ზამთარში კი ტბა იყინება. აღნიშნულ რეგიონში საკმაოდ ცივი ზამთარია, ამიტომ ყინვის დროს ტბის ზედაპირი საკმაოდ მასიური ყინულით იფარება.

ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის არაერთი გამორჩეული უძველესი კოშკი და სხვა ისტორიული ძეგლი, რომლებიც წარმოადგენს ჩეჩენეთის რესპუბლიკის ეროვნული მნიშვნელობის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. გალანჩოჟის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ადრეული და გვიანი შუა საუკუნეების ძეგლები, ეს არის უძველესი სამხედრო და საცხოვრებელი კოშკები, ციხესიმაგრეები.

აღნიშნული ტბა იკვებება ჩამონადენი წყლებით. აღმოსავლეთის ფერდობზე მასში სამი წყარო ჩაედინება. ტბის ბოლოში არის ძირითადი გასასვლელი. ტბას მიწისქვეშა ჩამონადენი აქვს პატარა წყაროს სახით, რომელიც ჩრდილოეთ ფერდობზე ტექტონიკური მოტეხილობის ზოლში იშლება. გალანჩეჟის ტბაში ბრუკის კალმახი ბინადრობს. ტბაში ბინადარი თევზებიდამ გამორჩეულია: ჩვეულებრივი პიკე, როუჩი, რუდი და ჩრდილოეთ კავკასიური მჭრელა, საზანი და წვერა.

ჩეჩნურ თარგმანში აღნიშნული ტბის "გალეან-ამ" სახელი ითარგმნება როგორც "გალე-ტბა".

ადგილობრივებს შორის, გალანჩის ტბა წმინდა ადგილად ითვლებოდა. ტბის სული ხართან ასოცირდება.

გალანჩეჟის ტბასთანა არის უნიკალური ტყეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сулейманов А. Топонимия Чечни. Грозный: ГУП «Книжное издательство», 2006
  • Военно-топографическая пятиверстная карта Кавказского края