გაიბოტენის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიბოტენის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

კოშკის ქვედა ნაწილი, რომელიც მთლიანად მიწითა და ქვებითაა ამოვსებული, ზურგიანი (7,5x5 მეტრი; სიმაღლე 4,5 მეტრი), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვებით. წყობა მშრალია. ზურგიანი კოშკის თავზე დაშენებულია შედარებით მცირე ზომის ნატეხი ქვით ნაგები ოთხკუთხა კოშკი (5,6x5 მეტრი), რომლისგანაც მხოლოდ ორი სართულია შემორჩენილი. სართულ შუა გადახურვა ჩანგრეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. პირველი სართულის დასავლეთ კედელში ორი სათოფურია, სამხრეთისაში — ერთი. მეორე სართულის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთისაში — ერთი. კოშკის ქვედა ნაწილს სამხრეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სამეურნეო დანიშნულების თითო ნაგებობა ჰქონდა მიდგმული, რომელთაგან მხოლოდ სამხრეთი ნაგებობაა შემორჩენილი. შენობა ორსართულიანია (სიმაღლე 3,8 მეტრი), გეგმით ოთხკუთხა (5x4,2 მეტრი). ორივე სართულს სამხრეთიდან ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს. პირველი სართულის სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიშანია. ეს სართული საქონლის სადგომი იყო. მეორე სართულს ჭირნახულისა და სამეურნეო ინვეტარის შესანახავად იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]