გაიბოტენის კვირაცხოველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიბოტენის კვირაცხოველის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის განაპირას, დასავლეთით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

შენობა გეგმით სწორკუთხაა (7x5 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით, გადახურულია ფიქლით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთაა. ეკლესიის შიდა სივრცე ქვის კანკელით გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. კანკელს ორი გასასვლელი აქვს. საკურთხევლის მხარეს კი ერთი ნიში. საკურთხეველი სწორკუთხაა. მის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია, აღმოსავლეთ კედელში — სწორკუთა სარკმელი. საკურთხევლის ცენტრში დგას ქვის ოთხკუთხა ტრაპეზი. ერთი სწორკუთხა სარკმელი მლოცველთათვის განკუთვნილი ნაწილის დასავლეთ კედელშია. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებს დაბალი საფეხური (სიმაღლე 0,3 მეტრი) გასდევს. ეკლესია შიგნით და გარედან შეთეთრებულია. ფასადები დასრულებულია ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავარდნით. სახურავი ორფერდაა. ეყრდნობა ხის ნივთებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]