გაგანენდრანათ თაგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაგანენდრანათ თაგორი
დაბადების თარიღი 18 სექტემბერი 1867
კალკუტა, ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 თებერვალი, 1938 (70 წლის)
კალკუტა, ბენგალი
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
პროფესია მხატვარი

გაგანენდრანათ თაგორი (ბენგ. গগনেন্দ্রনাথ ঠাকুর, დ.18 სექტემბერი 1867 — გ. 14 თებერვალი 1938) — ინდოელი მხატვარი, კარიკატურისტი. მოდერნისტული მიმდინარეობის წარმომადგენელი, რაბინდრანათ თაგორის ძმისშვილი. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგანენდრანათ თაგორი წარმოშობით ცნობილი და გავლენიანი თაგორების ოჯახიდან გახლდათ. გუნენდრანათ თაგორის უფროსი ვაჟი დაიბადა „ჯორასანკოს“ მამულში კალკუტას მახლობლად, სადაც ბავშვობა გაატარა ძმასთან აბანინდრანთან ერთად. ადრეული ბავშვობიდანვე აღიზარდა უძველესი ეროვნული ხელოვნებისადმი მხურვალე სიყვარულით.[2]

გაგანენდრანათ თაგორს ოფიციალური განათლება არ მიუღია, მან საწყისი, საკმაოდ კარგი  განათლება სახლში მიიღო. შემდეგ სწავლობდა აკვარელის მხატვარ ჰარინარაიან ბანდოპადიაის ხელმძღვანელობით. 1906-1910 წლებში შეისწავლა იაპონური ფუნჯის ტექნიკა და შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება. [3]

პრატიმა ვისარჯანი, აკვარელი, 1915 წ.

1907 წელს ძმასთან და ერნესტ ჰაველთან ერთად დააარსა ინდოეთის აღმოსავლური ხელოვნების საზოგადოება. მალე მან დაიწყო  ყოველწლიური გავლენიანი ჟურნალ Rupam - ის გამოცემა. დროთა განმავლობაში, გაგანენდრანათი  მხატვრობას ჩამოშორდა და  კარიკატურით დაკავდა.

1920 წელს ის მოვიდა მოდერნისტულ ფერწერაში, ხშირად მუშაობდა კუბისტურ სტილში. 1925 წელს მისი სტილი პოსტკუბისტურს მიუახლოვდა.

გაგანენდრანათ თაგორი დაქორწინდა პრამოდკუმარი დევიზე. წყვილს  ჰყავდა ვაჟი, კაკენდრანათი , რომელიც  ინდოელი მსახიობის შარმილა თაგორის ბაბუა გახლდათ. გაგანენდრანათ თაგორი გარდაიცვალა 1938 წლის 14 თებერვალს კალკუტაში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგანენდრანა თაგორი - "მდინარის ხედი".

გაგანენდრანათ თაგორის შემოქმედების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს როგორც ევროპული ხელოვნების სკოლის ოსტატებმა, ასევე იაპონელმა მხატვრებმა. მან შექმნა საინტერესო ნამუშევრები დეკორატიული მხატვრობის ცნობილი იაპონელი ოსტატის ოგატა კორინის (XVII ს.) შემოქმედების გავლენით. თაგორმა ასევე პატივი მიაგო კუბიზმსა და აბსტრაქტულ ხელოვნებას.[4]

ყველაზე მეტად, თაგორმა წარმატებას მიაღწია რეალისტური სურათების შექმნაში, მათგან აღსანიშნავია:"დაკრძალვის ბურთები", "ღატაკი მომლოცველები" და სხვა. მხატვრის მრავალი ნამუშევარი ეძღვნება ძველი ინდოეთის ინდური ეპოსის თემებს. მხატვარი აღფრთოვანებული და მოხიბლული იყო წარსულის გმირობით. ამაში ის ხედავდა თავისი ქვეყნის და მისი ხალხის სიდიადეს, რაც შეესაბამებოდა ბენგალის აღორძინების სულს და რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავად გაგანენდრანათ თაგორმა.

მხატვარი ასევე ქმნიდა სატირულ-კარიკატურულ ნაწარმოებებს, სადაც დასცინოდა უსამართლობას, საზოგადოების მანკიერ მხარეებს. ერთ-ერთი მათგანი — "კანონის ძალა“ — ასახავს თვითკმაყოფილ, გაზულუქებულ პოლიციელს, რომელსაც ქოლგის ქვეშ პოლიციის განყოფილებაში მიჰყავს ორი მშიერი, გაუბედურებული, სველი  მათხოვარი.[5]

გაგანენდრანათ თაგორის ნამუშევრები მნახველებს იზიდავდა არა მხოლოდ საინტერესო თემებითა და შინაარსის სიღრმით, არამედ იმითაც, რომ ის გახლდათ შესანიშნავი კოლორისტი.

თაგორს უყვარდა წიგნების შექმნა ლითონგრაფიებიდან ან კარიკატურებიდან.  ის აგრეთვე დიდ ინტერესს ავლენდა თეატრის მიმართ. დაწერა საბავშვო წიგნი ლუის კეროლის სტილში "დიდი წავი" ("Bhodor Bahadur").[6]

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adbhut Lok: realm of the absurd, 1917, Calcutta: Vichitra Press, a portfolio of thirteen satirical pictures.
  • Naba Hullod: Reform screams; a pictorial review at the close of the year 1921, 1921, Calcutta: Thacker, Spink & Co.
  • Birupa bajra (Play of Opposites), 1930, Calcutta: Preonath Das Gupta for the Indian Publishing House.
  • Bhondor bahadur, Kolkata: Shishu Sahitya Samsad, 1998, classic children's book

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kshitis Roy. Gaganendranath Tagore. — Lalit Kalā Akademi, 1964.
  • Partha Mitter. The Triumph of Modernism: India’s artists and the avant-garde 1922—1947. — London, 2007.
  • Pūrṇimā Debī. Thākurabāṛīra Gaganaṭhākura. — Kolkata: Rāmāyaṇī Prakaśa Bhabana, 1975. (Memoir by Gaganedranath’s daughter, in Bengali)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sengupta, Subodhchandra; Bose, Anjali, eds. (2010). Sansad Bangali Charitabhidhan (5th ed.). Calcutta: Sahitya Samsad. ISBN 9788185626659.
  2. Union List of Artist Names — 2011.
  3. Terracciano, Emilia. "Biographical Notes". Bengal School Painting from the Collection of L.T.P Manjusri (1902-82). Oliver Forge Brendan Lynch.
  4. Kasturbhai Lalbhai Museum, Ahmenabad
  5. Partha Mitter (2007). The Triumph of Modernism: India's Artists and the Avant-Garde, 1922-1947. Reaktion Books. p. 18. ISBN 978-1-86189-318-5.
  6. "Gaganendranath Tagore". Grove Art Encyclopaedia, Oxford University Press.