ბრემ სტოკერის პრემია რომანისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრემ სტოკერის პრემია რომანისთვის — ლიტერატურული ჯილდო, რომელიც 1987 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა საშინელებათა ჟანრის მწერალთა ასოციაციის მიერ „უმაღლესი მიღწევისთვის“ საშინელებათა ჟანრის რომანებში.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიის ლაურეატ ავტორებს შორის სტივენ კინგი ლიდერობს, რომელმაც 6 გამარჯვება და 7 ნომინაცია მოიპოვა. მას მცირედით ჩამორჩება პიტერ სტრაუბი, რომელიც 5 გამარჯვებასა და ასევე 7 ნომინაციას ფლობს. მესამე ადგილს იკავებს რობერტ რ. მაკკამონი, რომელმაც 8 ნომინაციიდან 3-ჯერ მოახერხა პრემიის მოპოვება.

წელი ავტორი რომანი
1987 სტივენ კინგი მიზერი
1988 თომას ჰარისი კრავთა დუმილი
1989 დენ სიმონსი გვამის გამცილებელი
1990 რობერტ რ. მაკკამონი ჩემი
1991 რობერტ რ. მაკკამონი ბიჭის ცხოვრება
1995 ჯოის კეროს უოტსი ზომბი
1996 სტივენ კინგი მწვანე მილი
1998 სტივენ კინგი ტომარა ძვლებით
2001 ნილ გეიმანი ამერიკელი ღმერთები
2006 სტივენ კინგი ლიზის ამბავი
2008 სტივენ კინგი დიუმა-კი
2013 სტივენ კინგი ექიმი ძილი
2016 ჯონ ლენგენი მეთევზე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]