ბოჭორმის მერვე ნამოსახლარი
ბოჭორმის მერვე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის ჩრდილოეთით, 7 კილომეტრზე, სტალიანაგორაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ოცამდე ნასახლარი ბუდე. შენობები ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. გეგმით ყველა შენობა სწორკუთხაა (8 x 5 მეტრი; 7 x 4 მეტრი; 6 x 5 მეტრი და ასე შემდეგ). კედლების სისქეა 0,4-0,6 მეტრი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 371.