ბოჭორმის მეექვსე ნამოსახლარი
ბოჭორმის მეექვსე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის აღმოსავლეთით, 4 კილომეტრზე, საჯდომგორაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შენობები გეგმით სწორკუთხაა (7 x 4 მეტრი; 5 x 4 მეტრი; 6 x 5 მეტრი და ასე შემდეგ). შემორჩენილია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები კედლების წყობის 3-5 რიგი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 371.