ბოსელთას წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოსელთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსელთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე მდ. ალეურას ხეობაში მდებარეობს ეკლესია, რომელიც სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ფიქალი. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით. აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია ორი შეისრულთაღიანი, ჩრდილოეთით კი სამი არქიტრავული ნიშა. ასეთივე ნიშებია დასავლეთ კედელში. სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ვიწრო სარკმლებია მოწყობილი. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 3-4 მეტრის სიმაღლეზე. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა. სავარაუდოა, რომ ეკლესია კოშკის გეგმაზეა აგებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 31-32