ბნელი ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბნელი ხატიეკლესია, არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, ადგილ მქლიავანაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,8 x 4,2 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. დაზიანებულია სახურავი და კედლების ზედა ნაწილები. ორივე მხრიდან თაღით გადახურული შესასვლელი გაჭრილია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ნალისებრი აფსიდის ღერძზე ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. ჩრდილო კედლის შუაში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თითო გარეთკენ შევიწროებული ოთხკუთხა სარკმელია. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]