ბისოს საქრისტოს კიდურის სამაროვანი
ბისოს საქრისტოს კიდურის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოში, მდებარეობს მდინარე ხევსურეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ფერდობზე. თარიღდება XI-XII საუკუნეებით. 1989 წელს გათხარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სამაროვანზე გათხრილია ხუთი ქრისტიანული სამარხი: ოთხი ქვისსამარხი, ერთი ამოშენებულკედლიანი სამარხი. სამარხთაგან ერთ-ერთში აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯური და მშვილდსაკინძი.
მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 228-229.