ბირჟა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბირჟა (ფრ. bourse, ინგ. exchange, რუს. биржа) — იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სასაქონლო, სავალუტო, ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრის ორაგნიზებულ ფუნქციონირებას.

განვითარება[რედაქტირება]

ბირჟამ თავისი განვითარების გზაზე მრავალი ეტაპი გაიარა. ყველაფერი დაიწყო მევაჭრეობით, როდესაც საქონელი გასაყიდათ გადაჰქონდათ სხვა ქვეყნებში, იმ დროს გადაადგილებისათვის გამოიყენებოდა მხოლოდ აქლემებთა ქარავნები, ხოლო გარე ვაჭრობა იყო თითქმის ერთადერთი საშუალება რომლითაც შეიძლებოდა საქონლის რეალიზაცია. იმ შორეულ წარსულში ხალხი იკრიბებოდა მხოლოდ ყოველწლიურ ბაზრობებზე სადაც ხდებოდა ბითუმი ვაჭრობა. დროთა განმავლობაში დაიხვეწა და განვითარდა ვაჭრობის სფერო, რის საფუძველზეც რიგ ქვეყნებში გაჩნდა ყოველდღიური ვაჭრობის აუცილებლობა. თანდათან ვაჭრობამ ქუჩის ბაზრის ტერიტორიებიდან გადაინაცვლა შეძლებულ ვაჭართა მიერ იჯარით აღებულ შენობებში, სწორედ ამ შენობებს დაერქვა შემდგომში სახელი - ბირჟა. ამ დროისათვის ხდება საბირჟო ვაჭრობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბება, სწორედ ამ სავაჭრო ბირჟის მემკვიდრედ ითვლება დღევანდელი სავაჭრო ბირჟა სადაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ურთიერთობის ყველა ეტაბი.

კომპიუტერიზაციის ეპოქამდე, გარიგებებზე მხარეთა შეთანხმება ზეპირ ხასიათს ატარებდა. დღეს კი ვაჭრობა ელექტრონულია და გამოიყენება სპეციალიზირებული პროგრამები. ბროკერები თავისი ან კლენტთა ინტერესების გათვალისწინებით აცხადებენ მოთხოვნას სავაჭრო სისტემაში ამა თუ იმ ფასიანი ქაღალდის შესყიდვაზე, რომელიც შესაბამისად დასტურდება სხვა შემხვედრი შეთავაზების მიერ. ბირჟა მხოლოდ აწარმოებს აღრიცხვას შემდგარი გარიგებსა,ასევე ორგანიზებას უკეთებს და გარანტირებს გადახდას, უზრუნველყოფს ფუნქციონირებას - ”მიწოდება გადახდის სანაცვლოდ” (Delivery Versus Payment).

როგორც წესი ბირჟები იღებენ საკომისიო მოსაკრებელს თითოეული გარიგებიდან, რომელიც მის ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. სხვა შემოსავლები შეიძლება იყოს როგორც საწევრო შენატანი, ასევე ვაჭრობაზე დაშვების გადასახადი და საბირჟო ინფორმაციის გაყიდვა.

კლასიფიკაცია[რედაქტირება]

სავაჭრო აქტივებდან (ინსტრუმენტები) გამომდინარე ბირჟები შეიძლება დაიყოს:

თუმცა ყოველთვის არსებობდა უნივერსალური ბირჟებიც — ბირჟები, რომლებიც მოიცავენ ვაჭრობას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ერთი ორგანიზაციული სრუქტურის ფარგლებში (მაგრამ სხვადასხვა სექციებში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ახალი საინვესტიციო სკოლის ვებგვერდი
თბილისის საბირჟო ვაჭრობის ცენტრი

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბირჟა&oldid=2389600“-დან