ბეღლეთის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეღლეთის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 200 მეტრზე, ბეღლეთის გორაზე, სასაფლაოზე. ნამოსახლარი (ფართობი 40X25 მეტრზე) თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. გორის სიმაღლე 50 მეტრია. ზედაპირი ხელოვნურადაა მოსწორებული. იპოვება შავად და ნაცრისფრად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ზოგიერთ მათგანზე კარგად შეიმჩნევა ნაკაწრი ორნამენტი. ნამოსახლარზე დგას წმინდა გიორგის ეკლესია. თარიღდება XX საუკუნის დასაწყისით. ეკელსია დარბაზულია (6,1X3,6 მეტრზე), ნაგებია კირქვის კვადრებით და რიყის ქვით. შიგნით და გარეთ შელესილია. შესასვლელი ორი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით. ნახევარწრიულ აფსიდში, აგრეთვე დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში, თითო სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]