ბერძნული ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პართენონი, ათენის აკროპოლისი.

ბერძნული ტაძარი (ძვ. ბერძნ.: ὁ ναός, "საცხოვრებელი") — ნაგებობები ანტიკურ საბერძნეთში, რომლებიც საკულტო ქანდაკებებისთვის იგებოდა, როგორც ბერძნული აკლდამის ნაწილი. თვით ეს ტაძრები საკულტო მნიშვნელობას არ ატარებდა, ვინაიდან მსხვერპლშეწირვა და რიტუალები შესაბამისი ღვთაებისათვის ტაძრის გარეთ ხდებოდა. ეს ტაძრები ხშირად ღვთაებებისთვის მიძღვნილი საჩუქრების შესანახი ადგილი იყო.

ეს ტაძრები ბერძნული არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი და მეტად გავრცელებული შენობებია. სამხრეთდასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ელინისტურ სამეფოებში ამ დანიშნულებით აგებული ტაძრები ხშირად ადგილობრივ ტრადიციებს მისდევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ბერძნული გავლენა აშკარაა, ეს ნაგებობები ჩვეულბრივ ბერძნულ ტაძრებად არ მიიჩნევა. ეს ეხება გრეკო-პართიულ და ბაქტრიულ ტაძრებს, ასევე პროლემეოსის ნიმუშებსაც, რომლებიც ეგვიპტურ ტრადიციას მისდევს.