ბერუათხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნასოფლარი ბერუათხევი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის უნიციპალიტეტის სოფელ სათოვლეში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 2-3 კილომეტრზე, ბერუათხევის ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით, ამჟამად ტყით დაფარული ნასოფლარის ტერიტორიაზე ჩანს ნასახლარი ბუდეები. ნასოფლარის ჩრდილოეთით 50-100 მეტრზე შემორჩენილია კირის ხსნარითა და რიყის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლების ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]