ბერდიკის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერდიკის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ბერდიკთნ ბერდიკის ციხის სამხრეთით, აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული კლდის ქვით დუღაბზე. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ეკლესიას დასავლეთის და აღმოსავლეთის ვიწრო სარკმელი აქვს, რომლებიც მწვანე ტუფის ქვაში ამოკვეთილი თაღით სრულდება. შიგნიდან როგორც ჩანს სარკმლები სწორკუთხაა. ეკლესიის კარნიზი შემორჩენილი არაა, არც გადახურვის დეტალი. ეკლესიის კონქი და კამარა სრულადაა მოღწერული. გარშემო სამარხების ქვები იკითხება, ხოლო უფრო ფართო ტერიტორიაზე ნასახლარი ბუდეები და ნაგებობათა ზეძირკვლის ნაშთები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39298