ბელოვარის კათედრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელოვარის კათედრალი

ბელოვარის კათედრალი

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რომის კათოლიკური ეკლესია
ადგილმდებარეობა ბელოვარი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება 1770
დეტალები

ბელოვარის კათედრალი (ხორ. Katedrala sv. Terezije Avilske u Bjelovaru) — ბაროკოს სტილის საკათედრო ტაძარი ბელოვარში. ტაძარი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, წმინდა ტერეზას სკვერში. 2009 წლის დეკემბერში ტაძარს ეპარქიული კათედრალის სტატუსი მიენიჭა.[1][2][3]

ტაძრის საფუძველი 1765 წლის 10 აპრილს ჩაეიყარა, ხოლო მშენებლობა 1770 წელს დასრულდა. კურთხევა 1772 წლის 15 ოქტომბერს ტერეზა ავილიანელის ხსენების დღეს მოხდა და მისი სახელობისაა. ის იყო ავსტრიის დედოფლის მარია ტერეზიას (რომელმაც 1756 წელს დააარსა ბელოვარი) მფარველი ანგელოზი სამრეკლო 1774 წელს აშენდა. ტაძარი დაახლოებით 1000 ადამიანს იტევს. ტაძრის ქვეშ განთავსებულია სამარხი კარიდორები, თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დაკრძალული.

1880 წლის მიწისძვრამ ეკლესია და მღვდლის სახლი დააზიანა. 1888 წელს ეკლესია არქიტექტორმა გერმან ბოლემ აღადგინა.

ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის ომის დროს ეკლესიას ჭურვი მოხვდა, რის შემდეგაც სამი ქალი გარდაიცვალა.

სქოლიოი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]