ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსნის ბეგთაბეგისეული ნუსხაXVII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი. ხელნაწერის გადამწერია მდივანი ბეგთაბეგ ავთანდილის ძე მარტიროზაშვილი, აქედან მომდინარეობს ნუსხის სახელწოდებაც. მომგებელი — მეფე გიორგი XI. გადაწერილია 1680 წელს.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 263 ფურცელს, რომელთა ზომებია 44,5X30 სანტიმეტრი. ნაწერია მხედრული დამწერლობით. ხელნაწერი გამორჩეულია როგორც დახვეწილი კალიგრაფიით, ისე შემკულობით; ტექსტის თითოეული გვერდი ჩასმულია ჩარჩოში, ხოლო კიდეები ორნამენტითაა მოხატული.

ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში ინახება (H-54).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 92
  • ლ. ტატიშვილი, ვეფხისტყაოსნის გადამწერნი, თბილისი, 2000, ბეგთაბეგ თანიაშვილი (მარტიროზაშვილი)