ბაშკირული ფერადი იხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაშკირული ფერადი იხვი — სახორცე მიმართლების იხვის ჯიში. გამოყვანილია მეფრინველეობის სანაშენო ფაბრიკა „ბლაგოვარსკში“ (ბაშკირეთი). შეფერია ყავისფრად. 5–6 კვირის ასაკიდან მამლის თავი, კისრის ქვედა ნაწილი, ფრთები, ზურგი და კუდი შავ-ვეჟან ელფერს იღებს. თავი საშუალო ზომისაა, კისერი — მოკლე და სქელი, მკერდი — ფართო და გამოზნექილი. მოზარდეულის ცოცხალი მასა 7 კვირის ასაკში 3,4 კგ-ია. კვერცხმდებლობა 193,8 ცალი 68 კვირაში. კვერცხის მასა 92,6 . ხორცი ნაზი, წვნიანი, მაღალი დიეტური თვისებების მქონეა. ბაშკირულ ფერად იხვებს ზრდიან და იყოლიებენ უბრალო შემსუბუქებულ სადგომებსა და არაღრმა წყალსატევებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]