ბაყაყკბილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაყაყკბილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ranodon

ბაყაყკბილა (ლათ. Ranodon) — კუდიანი ამფიბიების გვარი დაკუთხულკბილასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 3 სახეობას. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება სემირეჩიეს ბაყაყკბილა (Ranodon sibiricus), რომელიც მხოლოდ ჯუნგარიის ალათაუს მთებშია გავრცელებული. სემირიჩიეს ბაყაყკბილას სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. წინა კიდურებზე 4-4, უკანაზე 5-5 თითი აქვს. სხეული ზემოდან მომწვანო რუხია, ზოგჯერ ლაქებით მოფენილი. ბაყაყკბილა ბინადრობს მთის პატარა მდინარეებში. ქვირითიდან გამოჩეკილ ლარვებს გარეგანი ფრთისებრი ლაყუჩები აქვს. მეტამორფოზი მხოლოდ მესამე წელს ხდება. სქესობრივ სიმწიფეს 4-5 წლის შემდეგ აღწევენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 248, თბ., 1977