ბატკნის ანაერობული დიზენტერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბატკნის ანაერობული დიზენტერიაცხვრის მოზარდეულის ინფექციური დაავადება. გავრცელებულია და დიდი ზიანი მოაქვს განვითარებული მეცხვარეობის ქვეყნებში. გამომწვევია კლოსტრიდიუმის გვარის ბაქტერია — Clostridium perfringens. გამომწვევის წყაროა დაავადებული ცხოველები, რომლებიც კლოსტრიდიუმებს გამოყოფენ ფეკალიებთან ერთად. ბაქტერია დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება შენარჩუნდეს ნიადაგში. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათია. ავადდებიან 5–7 დღის ბატკნები. მწვავე მიმდინარეობისას დაავადებული ცხოველი გამოხატული სიმპტომების გარეშე იღუპება პირველ დღეებში. ქვემწვავე მიმდინარეობისას ბატკნებს აღენიშნება ფაღარათი (ფეკალიები გაზებთან და ლორწოსთან ერთად), საერთო სისუსტე, დაუძლურება. სიკვდილიანობა 50–100%-ია. სამკურნალოდ იყენებენ ანტიტოქსიკურ შრატებს ანტიბიოტიკებით და სიმპტომატიკურ საშუალებებს. პროფილაქტიკა: ცხოველის შენახვის ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვა, სრულყოფილი კვება, მაკე ნერბებისა და ბატკნების ვაქცინაცია, ახალდაბადებულ ბატკნებში ანტიტოქსიკური შრატის შეყვანა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шахов А. Г. Дизентерия в ветеринарии // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 741.