ბალაანის ციხის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალაანის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალაანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფ. ძაბუეთი მდებარეობს მდ. ქსნის სათავეებთან, მის მარჯვენა მხარეს. აქ ქსანს მარჯვნიდან ერთვის პატარა მდინარე, რომელიც ზემოთ ორად იყოფა. ამ კონცხზეა ციხის ნანგრევი, რომელიც შედგებოდა ეკლესიის, კოშკის, გალავნისა და სხვა ნაგებობებისაგან. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები და გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია ასევე სწორკუთხა სარკმელი. ჩრდილოეთით შემორჩენილია შესასვლელი, რომლის ფორმის დადგენა დაზიანების გამო შეუძლებელია. კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის დონეზე. ზურგიანი კოშკი ხუთი სართულის დონეზე, ნაგებია რიყის ქვით. პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ქვით. შესასვლელი მეორე სართულის აღმოსავლეთის კედელშია მოთავსებული. მესამე და მეოთხე სართულებზე სარკმელები ერთ ღერძზეა განლაგებული. მეხუთე სართული ნაწილობრივ ჩამონგრეულია. კოშკიც და ეკლესიაც სერიოზულად არის დაზიანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 28-29