ახალი დღე (გადაცემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალი დღესაზოგადოებრივი მაუწყებლის დილის საინფორმაციო-გასართობი პროგრამა. ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 07:30-დან 10:00 საათამდე. გადაცემის წამყვანები არიან ჟურნალისტები: ელენე კალანდაძე, გიორგი აბაშიძე, ნატა მაღალაშვილი და დავით გორგილაძე.

პროგრამის ძირითადი წამყვანები კვირის განმავლობაში საკუთარ რუბრიკებს წარმოადგენენ: მოვლენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო – დავით გორგილაძე, ბავშვები და მოზარდები – ნატა მაღალაშვილი, რის შესახებ საუბრობს მსოფლიო – ელენე კალანდაძე, ბიზნესის სიახლეები – გიორგი აბაშიძე. გადაცემას ყოველ ნახევარ საათში უერთდება არხის მთავარი საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკის სიახლეებით.

რუბრიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კულტურა — წამყვანი: დავით ალადაშვილი
  • არქივი — წამყვანი: გიორგი კეკელიძე
  • ლიტერატურა — წამყვანი: გიორგი კეკელიძე
  • ეკოლოგია — წამყვანი: ნინო იმნაიშვილი
  • სპორტი — წამყვანები: გიორგი თვალაბეიშვილი, ლუკა ჭოჭუა[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]