ახალი ეპოქა (გაზეთი)
იერსახე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„ახალი ეპოქა“ — ყოველდღიერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი საქართველოში.
პირველი ნომერი გამოვიდა 2000 წლის 4 ივლისს. „ახალი ეპოქა“ იყო პირველი ფერადი გაზეთი საქართველოში. გაზეთის რედაქტორი იყო ჟურნალისტი თეიმურაზ მეტრეველი.
გაზეთი „ახალი ეპოქა“ ჟურნალ „ომეგასთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ ერთად შედიოდა კომპანია „ომეგა ჯგუფში“, რომლის დამფუძნებელიც არის ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე, 1999–2003 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ოქუაშვილი.