ახალგორის საგუშაგო კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალგორის საგუშაგო კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ფლეთილი და რიყის ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. გეგმით ოთხკუთხა ფორმის კოშკი შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. პირველი სართული ამოვსებულია მიწით. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია თაღოვანი ბუხარი და ორი სათოფური, სამხრეთ კედელში სამი სათოფური და ერთი სწორკუთხა სარკმელი, ხოლო დასავლეთ კედელში ორი სათოფური. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი ბუხარი და ორი სათოფურია. სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთი და აღმოსავლეთი კედლების დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. კოშკს დასავლეთიდან სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომელიც ჩრდილოეთით გრძელდება. კედლები შემორჩენილია ორი მეტრის სიმაღლეზე. კოშკი სერიოზულად არის დაზიანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 15