ახალგორის კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალგორის კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორის სასაფლაოზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთი კედელი, რომლის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ყორექვა. ძეგლი ამოვსებულია მიწით. ამოსულია დიდი ზომის მცენარეები. ეკლესიის გარშემო ტერიტორიაზე  შემორჩენილია ძველი საფლავის ქვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 23