აჩეხის ომი
| აჩეხის ომი | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აჩეხის სოფელი ნიდერლანდელების დაპყრობის შემდეგ, 1901 წლის ფოტო |
|||||||||
|
|||||||||
| მხარეები | |||||||||
| მეთაურები | |||||||||
| იჰან კელერი | სულთანი იბრაჰიმ მანსურ სია | ||||||||
| ძალები | |||||||||
| 50 000 | 10 000 - 100 000 | ||||||||
| დანაკარგები | |||||||||
| 37 000 | 70 000 | ||||||||
აჩეხის ომი (ინდო. Perang Aceh, ნიდერლ. Atjehoorlog) — შეიარაღებული კონფლიქტი ნიდერლანდსა და დამოუკიდებელ აჩეხის სასულთნოს შორის, კ. სუმატრის ჩრდილოეთით. მიმდინარეობდა 1873-1904 წლებში და დამთავრდა ნიდერლანდის არმიის გამარჯვებით.
1873 წელს კუნძულ სუმატრაზე დაიწყო ნიდერლანდის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციები. აჯანყებულთა ხელმძღვანელობა ითავა ეროვნულმა ლიდერმა, სულთანმა მაჰმუდ შაჰ II-მ. ამავე წლის მარტში ნიდელანდის 3 000-კაციანმა სადამსჯელო რაზმმა მოახდინა აჩეხის სასულთნოს დედაქალაქის ბანდა-აჩეხის ოკუპაცია და გამოაცხადეს ნიდელანდის კოლონიურ მმართველობასთან აჩეხის შეერთება. ამბოხებულები აგრძელებდნენ წინააღმდეგობის გაწევას 1904 წლის კამპანიამდე.
ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყებები გაგრძელდა 1913 წლამდე თუმცა გავლენას ვერ ახდენდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Reid, Anthony (2005). An Indonesian Frontier: Acehnese & Other Histories of Sumatra. Singapore: Singapore University Press. ISBN 9971-69-298-8.
- Ricklefs, M.C (1993). A History of Modern Indonesia Since c. 1300. Hampshire, UK: MacMillan Press, 143–46 გვ.. ISBN 978-0804721950.
- Vickers, Adrian (2005). A History of Modern Indonesia. New York: Cambridge University Press, 10–13 გვ.. ISBN 0-521-54262-2.