აფრიკული ფეტვი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფრიკული ფეტვი, ზანგური ფეტვი (Pennisetum typhoides; Pennisetum spicatum), ერთწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. სიმაღლე - 1-3 მ, აქვს გრძელი ფართო ფოთლები და ტაროსებრი საგველა ყვავილედი. მისი სამშობლოა აფრიკა, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებსა და ინდოეთში კულტივირებულია პურეულად, ხოლო სამხრეთ ევროპაში, ამერიკასა და ავსტრალიაში იყენებენ საქონლის საკვებად. გვალგამძლეა. კარგ მოსავალს იძლევა. აფრიკული ფეტვის მარცვალი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებსა და ცხომებს. იყენებენ ფქვილად, ბურღულად, ლუდისა და არყის გამოსახდელად და სხვა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 2, გვ. 28, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე