შინაარსზე გადასვლა

აფრიანი ხომალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფრიანი ხომალდი — აფრიანი ხომალდი გადასაადგილებლად ქარის ძალას იყენებს. ქარი ბერავს დიდ ქსოვილს, რომელსაც აფრა ჰქვია. აფრიანი იახტა ან ნავია, ან მომცრო გემი, რომელიც შეჯიბრებისათვის, ან სასეირნოდ გამოიყენება. მათ უმეტესობის ეკიპაჟი 1-2 კაცისაგან შედგება, თუმცა დიდი ილქნიანი ხომალდის ეკიპაჟი შეიძლება 2 კაცს აღემატებოდეს. წინათ აფრა ტილოს ქსოვილისა იყო, დღეს კი აფრისათვის როგორც წესი, გამძლე, მსუბუქი სინთეტიკური ქსოვილები იხმარება, მაგალითად - ნეილონი. აფრა თვითმფრინავის ფრთასავით მოქმედებს. როდესაც ქარი აფრას გაბერავს, მის ცალ მხარეს წნევა მაღლა იწევს. აფრის შებრუნება-შემობრუნება მესაჭეს საშუალება აძლევს, ხომალდი გვერდქარშიც ატარაროს. საჭირო მიმართულებით გასაცურად აფრის მდებარეობას ცვლიან და ქარი ზედაპირზე სრიალებს. ამ ეფექტის გამოყენებით მესაჭეს შეუძლია, თითქმის ყველა მიმართულებით გაცუროს.

კილი, ანუ ხომადლის ფსკერის ძირითადი კოჭი, რომელიც მთელ სიგრძეზეა გადებული, ხომალდს მდგრადობას ანიჭებს და გვერდქარში ცურვისას გადაბრუნებისაგან იცავს. აფრიან ხომალდს შეუძლია ზურგქარში, გვერდქარსა და სუსტ პირქარშიც კი იცუროს, მაგრამ ძლიერ პირქარში ცურვას ვერ მოახერხებს. თუმცა, ლავირების(ზიგზაგურად მოძრაობის) წყალობით პირქარსაც კი დაძლევს. მას, ვინც აფრიან ხომალდს მართავს, მესაჭე ჰქვია, ხოლო ვინც აფრების გასწორებაში ეხმარება - ეკიპაჟი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]