ასტროდინამიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასტროდინამიკაცის მექანიკის თანამედროვე დარგი, რომელიც შეისწავლის ხელოვნური კოსმოსური სხეულების (დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების, კოსმოსური ხომალდების, ავტომატური საპლანეტათშორისო სადგურების და სხვ.) მოძრაობას. ასტროდინამიკა წარმოიშვა კოსმონავტიკის განვითარებასთან ერთად. ზოგჯერ მას კოსმოდინამიკას ან კოსმოსური ფრენის მექანიკასაც უწოდებენ.

კლასიკური ცის მექანიკა ბუნებრივი სხეულების მოძრაობისას სწავლობს უმთავრესად მათი ურთიერთმიზიდულობის ნიუტონისეული ძალების გათვალისწინებით. ასტროდინამიკა კი ხელოვნური კოსმოსური სხეულების მოძრაობის შესწავლისას მხედველობაში იღებს სხვა ძალებსაც. მაგალითად, ამ სხეულებზე მოთავსებული ძრავების რეაქტიულ წევას, ატმოსფეროს წინაღობას, მზის სხივების წნევის ძალას და სხვ.

ასტროდინამიკის ამოცანები, რომლებიც ეხება გრავიტაციულ ველში ცვლადმასიანი მრავალი კოსმოსური სხეულის მოძრაობის საკითხებს, გამოკვლეულია ნ. მაღნარაძის შრომებში. მან განაზოგადა და გამოიყენა მუდმივმასიანი 3 სხეულის შეზღუდული ამოცანის ამოხსნის სტეფენსენისეული მეთოდი. ფარდობითობის თეორიის ეფექტების, რეაქტიული ძალების და ატმოსფეროს წინაღობის გათვალისწინებით ნ. მაღნარაძემ შეისწავლა ნიუტონისეულ და პოსტნიუტონისეულ ველებში ბუნებრივი და ხელოვნური კოსმოსური სხეულების მოძრაობის განტოლებები რეგულარულ და არარეგულარულ (წყვილადი შეჯახება) შემთხვევებში. ეს მეთოდი მოხერხებულია ამ ამოცანების ამოხსნისათვის თანამედროვე კომპიუტერული მეთოდებით. მანვე გამოიკვლია ასტროდინამიკის ზოგიერთი შებრუნებული ამოცანა რაკეტისა და კომეტის ცვლადი მასების განსაზღვრის შესახებ, როდესაც ცნობილია მათი ტრაექტორიების ნაწილი დროის მცირე შუალედისათვის.

ასტროდინამიკის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ამოცანა გამოიკვლია რ. კილაძემ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაღნარაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 236.
  • მაღნარაძე ნ., ნიუტონისეულ გრავიტაციულ ველში ცვლადმასიანი კოსმოსური სხეულების რეგულარული ძრაობის თეორიის შებრუნებული ამოცანის გამოკვლევა, «აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი», 1986, № 61;
  • მაღნარაძე ნ., Об ограниченной задаче трех тел, когда притягиваемое тело имеет переменную массу, იქვე, 1959, № 24;
  • Белецкий В. В., Движение искусственного спутника относительно М., 1965;
  • Белецкий В. В., Очерки о движении космических тел, М., 1972;
  • Дубошин Г. Н., Охоцимский Д. Е., Некоторые проблемы астродинамики и небесной механики, «Космические исследования», 1963, т. 1, в. 2;
  • Кинг-Хилли Д., теория орбит искусственных спутников в атмосфере, пер. с англ., М., 1966;
  • Левантовсеий В. И., Небесная баллистика, М., 1965; Проблемы движения искусственных небесных тел, М., 1963.