არჩევითი კაპიტულაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმპერატორ ლეოპოლდ I-ის არჩევითი კაპიტულაციის პირველი გვერდი

არჩევითი კაპიტულაცია — შუა საუკუნეებში დოკუმენტი, რომელსაც ხელი ეწერებოდა არჩევითი სახელმწიფო პოსტი კანდიდატის მიერ. დოკუმენტის თანახმად, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი თანხმობას იძლეოდა ამ პოსტის მიღებაზე, ასევე საკუთარ თავზე იღებდა გარკვეულ ვალდებულებებს, რომლებიც ითვალისწინებდა ამომრჩეველთა ინტერესების დაკმაყოფილებასა თუ სხვა ქმედებების განხორციელებას საგარეო ან საშინაო პოლიტიკაში. არჩევითი კაპიტულაციების ხელმოწერის პრაქტიკა არსებობდა პრაქტიკულად ყველა დასავლეთევროპულ არჩევით მონარქიაში, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კაპიტულაციას საღვთო რომის იმპერიის იმპერატორისა, რომელიც ამ სახელმწიფოს კონსტიტუციური სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]