არკინარეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არკინარეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ არკინარეთში, სოფლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, ტყეში.

ტყეში შემორჩენილი, წმ.გიორგის დანგრეული ეკლესიის გეგმა ცუდად იკითხება. ძეგლი ნაგები ყოფილა სხვადასხვა ზომის ყორე ქვით. მათი შემორჩენილი ნაწილები იქვეა მიმობნეული და მიწითაა დაფარული. ეკლესიის დათარიღება არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ.,12